Thumbnail
  • NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა
  • ზაზა ფაჩულიამ გოლდენ სტეიტთან შეხვედრამდე ჩიკაგოსთან ივარჯიშა
  • 19 წლის ლუკა დონჩიჩნმა ლებრონ ჯეიმსს ზედიზედ ორჯერ დაუფარა
  • საოცარი რეაქცია - ჯეიმს ჰარდენი ბურთს არ უყურებს, მაგრამ ხედავს

დეტროიტ პისტონსმა რეგულარულ ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა ამჯერად საკუთარ მოედანზე ჩიკაგო ბულსი მიიღო და დამაჯერებლად გაიმარჯვა - 107:88.

პისტონსის ქართველმა ცენტრმა მოედანზე 18:04 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 9 მოხსნა, 2-2 პასი და ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ ორიდან ერთი ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო.

ზაზას ბოტასები

მასპინძელთა რიგებში ორმაგი დუბლით ბლეიკ გრიფინი (20 ქულა და 10 მოხსნა) და ანდრე დრამონდი (19 ქულა, 20 მოხსნა) გამოირჩნენ. 20 ქულა ჩააგდო რეჯი ჯექსონმაც. ჩიკაგოელთა შორის 23 ქულა მიითვალა უენდელ კარტერმა.

დეტროიტს 19 მატჩში 12 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა. პისტონსი მომდევნო შეხვედრას 2 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე ჩაატარებს, სადაც ფაჩულიას ყოფილ გუნდს, მოქმედ ჩემპიონ გოლდენ სტეიტ უორიორსს მიიღებს.

ჩიკაგო ბულსი, რომელმაც ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგო, ჯამში 5 მოგებითა და 18 მარცხით აღმოსავლეთის ცხრილში მეცამეტე პოზიციაზეა.   

ხარებმა ბლეიკ გრიფინისა და ანდრე დრამონდის შეჩერება ვერ შეძლეს 

ლებრონ ჯეიმსის ლოს ანჯელეს ლეიკერსმა (13-9) შინ დალას მავერიქსი (10-10) მიიღო და მეტოქე ანგარიშთ 114:103 დაამარცხა. მოედანზე ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სტუმართა ფორვარდი ჰარისონ ბარნსი იყო, რომელმაც 29 ქულა ჩააგდო. გამარჯვებულებს კი 28 ქულით, 5 მოხსნითა და 4 პასით ლებრონი დაეხმარა. ორმაგი დუბლი კაილ კუზმასა (15 ქულა, 12 მოხსნა) და ტაისონ ჩანდლერს (13 ქულა, 12 მოხსნა) ჰქონდათ.

მეფეს არ შეუშინდა დალას მავერიკსის 19 წლის ფორვარი ლუკა დონჩიჩი. ერთ ეპიზოდში სლოვენიელმა ორჯერ დაუფარა კალიფორნიელთა ლიდერს.

თამამი დონჩიჩი

ლოს ანჯელეს ლეიკერსი (13-9) დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, დალასი (10-10) - მეცხრეზე.

ჰიუსტონ როკეტსმა (10-11) წაგებათა 4-მატჩიანი სერია სტუმრად სან ანტონიო სპურსთან (10-12) შეწყვიტა - 136:105. გამარჯვებულთა შორის ორმაგი დუბლით ქლინთ კაპელა (27 ქულა, 12 მოხსნა), ჯეიმს ჰარდენი (23 ქულა, 10 პასი) და ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებული კრის პოლი (14 ქულა, 10 პასი) გამოირჩნენ. სან ანტონიოშ 26 ქულა ლემარკუს ოლდრიჯს ჰქონდა, 18 - დემარ დეროზანს.

მატჩში საინტერესო ეპიზოდი გათამაშდა ჯეიმს ჰარდენისა და დემარ დეროზანის მონაწილეობით. როკეტსის ლიდერმა, რომელმაც მეტოქესთან კონტაქტის შემდეგ წონასწორობა დაკარგა, დემარს ბურთი ხელიდან ისე გააგდებინა, ზედაც არ შეუხედავს.

ჰარდენისა და დეროზანის ეპიზოდი

ჰიუსტონი დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა, სან ანტონიო სპურსი - მე-14 პოზიციაზე.

კომენტარები

ბოლო ამბები