- ბათუმმა არმაზს ხუთი ქულით მოუგო
- სტუმრებმა ბონუს ქულის აღება შეძლეს
ნოემბრის ტესტ-მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის მატჩები განახლდა. ბათუმმა დიდი 10-ის მე-9 ტურში არმაზს უმასპინძლა და მეტოქეს 5 ქულით, 20:15 მოუგო.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი 5:0 მოიგეს. შეხვედრის ერთადერთი ლელო ბექა ურჯუკაშვილმა დადო, თუმცა ბათუმელებმა გარდასახვა ვერ გაიტანეს. მეორე ნახევარში გუნდებმა ხუთ-ხუთი ჯარიმა გაცვალეს. მასპინძელთა მხრიდან მამუკა ნინიძემ გაიტანა ხუთივე ჯარიმა, ხოლო სტუმართა მხრიდან რეზი ჯინჭველაშვილმა შეძლო თავის გამოჩენა.
ბათუმს 36 ქულა დაუგროვდა და ამ ტურში პირველ ადგილზე დარჩება. არმაზმა პრემიალური ქულა აიღო. მარნეულელები 27 ქულით ცხრილის მე-3 ადგილს იკავებენ.
ტურის დარჩენილი მატჩები
ჯიქი V არმია
აია V ლოკომოტივი
ლელო V აკადემია
ხარები V პატარძეული
კომენტარები