Thumbnail
  • ანადოლუ ეფესი 96:85 ბასკონია
  • თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის გუნდმა ევროლიგაზე მეშვიდედ წააგო
  • ბასკონია ჩემპიონატში მე-12 ადგილს იკავებს

თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონია ევროლიგის მე-10 ტურში ანადოლუ ეფესს ესტუმრა და 11 ქულიანი სხვაობით, 96:85 დამარცხდა. ყველაზე მეტი ქულა ორივე გუნდში, საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, მეტ ჯენინგმა დააგროვა. ჯენინგი 32 წუთში 20 ქულამდე ავიდა. მან ერთი ორქულიანი, 9-დან 5 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ჯენინგი მატჩის MVP გახდა.

თორნიკე შენგელიამ 19 წუთში მხოლოდ ორი სამქულიანის ჩაგდება მოახერხა და მატჩი 6 ქულით დაასრულა. ბასკონიას 10 ტურში 3 მოგება და 7 მარცხი დაუგროვდა, ვიტორიელები მე-12 ადგილს იკავებენ და მომდევნო ტურში, საკუთარ არენაზე, მოსკოვის ცსკა-ს შეხვდებიან. მატჩი 7 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები