Thumbnail
  • ესტონეთი 73:80 საქართველო
  • საქართველოს ნაკრების მე-4 გამარჯვება
შერმადინი ორივე გუნდში საუკეთესო იყო

2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები ესტონეთს ესტუმრა და 80:73 მოუგო. ეს საქართველოს ნაკრების მე-4 გამარჯვებაა შესარჩევ ციკლში (4 მოგება, 5 მარცხი).

Update: 'ისრაელთან უკეთ უნდა ვითამაშოთ' - ზუროსი ექსპერიმენტით კმაყოფილი დარჩა

ილიას ზუროსის გუნდის უპირატესობა მატჩის განმავლობაში ყოველთვის იგრძნობოდა, ქართველებმა პირველი მეოთხედი 3 ქულის სხვაობით მოიგეს, ტაიმი კი - 41:32  და შესვენებაზე 9-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. 

საქართველოს ნაკრებში სამეული გამოირჩა: ორი ცენტრი - გიორგი შერმადინი და გოგა ბითაძე, ასევე ნატურალიზებული ამერიკელი თად მაკფადენი. შერმადინმა 30:55 წუთში 23 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. მაკფადენის ანგარიშზე 19 ქულა, 3 პასი, 3 მოხსნა და 5 ჩაჭრაა. რაც შეეხება გოგა ბითაძეს მან შერმადინის დარად ორმაგი დუბლი შეასრულა - 19 ქულა, 11 მოხსნა. 

საქართველოს ნაკრების შემდგომი მეტოქე ისრაელი იქნება, რომელსაც თბილისში 3 დეკემბერს უმასპინძლებს. სწორედ ისრაელმა შეძლო დღეს მოულოდნელობის შემოთავაზება და შინ სერბეთი 83:74 დაამარცხა. ამით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ილიას ზუროსის გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის ასეთი შანსი აქვს - სერბეთმა დარჩენილ სამ შეხვედრაში უნდა წააგოს (საბერძნეთში შინ, ესტონეთთან სტუმრად, ისრაელთან შინ), ხოლო საქართველოს ნაკრებმა მოუგოს შინ ისრაელს და თებერვალში სტუმრად საბერძნეთს და შინ ესტონეთს. მოკლედ, შანსი ძალზე თეორიულია. 

ესტონეთი 73:80 საქართველო

ესტონეთი: იოესაარი 14, სოკი 13, ვენე 12, ვაიდმენი 11, კანგური 10, კულამაე 8, კისტინგი 5, ჰერმეტი, პაასოია, ტალსტი, ტრეიერი

საქართველო: შერმადინი 23 ქულა (11 მოხსნა), ბითაძე 19 (11 მოხსნა), მაკფადენი (19), ცინცაძე 7 (7 პასი), სანაძე 7, ფაცაცია 3, ბერიშვილი 2, ბოქოლიშვილი, ბურჯანაძე

კომენტარები

ბოლო ამბები