Thumbnail
  • 📅 შაბათი | ⌚ 23:45 | ⚽ რეალი V ვალენსია
  • ლა ლიგაში არც რეალს ულხინს და არც ვალენსიას

სატურნირო თვალსაზრისით, ლა ლიგის მე-14 ტურის ცენტრალური მატჩი ვიტორიაში უნდა გაიმართოს, სადაც მე-4 ადგილზე მყოფი ალავესი ლიდერ სევილიას მასპინძლობს, თუმცა უდიდეს ინტერესს სხვა შეხვედრა იწვევს...

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ორი ისეთი გუნდი თამაშობს, რომელთაც საქმეები ვერ მისდით სათანადოდ - მასპინძელ რეალს მხოლოდ ლა ლიგაში (ჩემპიონთა ლიგაზე მან პლეი ოფი გაინაღდა), სტუმარ ვალენსიას კი ორივე ფრონტზე.

რეალი 20 ქულით მე-6 ადგილზეა, "სამეფო კლუბმა" მოახერხა და ბოლო 6 ტურიდან 4-ში წააგო. ვალენსიას მასზე სამი ქულით ნაკლები აქვს და მე-11 პოზიციაზეა. "ღამურების" ერთადერთი უპირატესობა ის არის, რომ ამ სეზონში მარსელინოს გუნდის კარში გოლის გატანა ურთულესი საქმეა. ვალენსიამ 13 ტურში მხოლოდ 9 გოლი გაუშვა. 

მოდრიჩი და ისკო ვარჯიშზე

წონა ტურში ეიბართან 0:3 წაგებულ შეხვედრაში რეალმა ალვარო ოდრიოზოლა დაკარგა, ის არც ვალენსიასთან იქნება. ამის შემდეგ დანი კარვახალი შეუცვლელი გახდა დაცვის მარჯვენა ფრთაზე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ისიც დაშავდა. თუმცა კარვახალს თამაშის შანსი აქვს. კაზემირომ თითქმის მოირჩინა კოჭის ტრავმა, მისი თამაში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. 

რაც შეეხება ისკოს, მას ტრავმა არ აქვს, მაგრამ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვერ აეწყო ურთიერთობა სანტი სოლარისთან და ახლა ისკოს მომავალი რეალში ბუნდოვანია.

დანიელ ვასი ნახევარმცველია, მაგრამ ვალენსიას დაცვის მარჯვენა ფლანგზე საშინელი კრიზისი აქვს, ამიტომაც დანიელი აგძელებს ამ პოზიციაზე თამაშს, სანამ "ღამურები" სატრანსფერო ფანჯრისას ვინმეს არ შეიძენენ. 

როდრიგო ვარჯიშზე დაიმტვრა

როდრიგოს თამაში საეჭვოა, რეალთან მას ალბათ, კევინ გამეირო შეცვლის, რომელიც სანტი მინასთან ტანდემში შეუტევს მადრიდელთა კარს. ფრანსუა კოკლენმა დაამტკიცა, რომ თამაშს იმსახურებს, ასე რომ, არ გაგვიკვირდეს, თუ მარსელინო კონდოგბიას სკამზე დასვამს და მის ნაცვლად კოკლენს დააყენებს ძირითად შემადგენლობაში. 

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - კროოსი, მ. ლორენტე, მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა, ასენსიო

ვალენსია (4-4-2): ნეტო - ვასი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია - სოლერი, კოკლენი, პარეხო, გედეში - გამეირო, სანტი მინა

საინტერესო ფაქტები

► რეალისა და ვალენსიას ბოლო 10 დაპირისპირებაში 2.5 გოლზე მეტი გავიდა. 

► ვალენსიამ სტუმრად ლა ლიგაზე ბოლო 4 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად. 

► რეალს შინ ვალენსიასთან ზედიზედ 12 მატჩია, რაც არ წაუგია. 

► რეალმა ლა ლიგაში ბოლო 7 საშინაო მატჩიდან 5-ში გოლი არ გაუშვა.

► რეალს ლა ლიგაში შინ ბოლო 15 მატჩიდან 14-ში არ წაუგია. 

► ვალენსიას ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 11 მატჩიდან 10-ში არ წაუგია.

კომენტარები

ბოლო ამბები