Thumbnail
  • სიკვდილისა და სიცოცხლის ჯგუფები საქართველოსთვის
  • ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი წილისყრის ყველა სიახლე

2 დეკემბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში  Convention Centre ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის წილისყრას მასპინძლობს. საქართველოს ნაკრები ევროპის 54 სხვა გუნდთან ერთად (რომელთა შორის ერთი დებიუტანტია - კოსოვო), მეტოქეების ვინაობას შეიტყობს. წილისყრის ცერემონიალი თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება. 

ვლადიმირ ვაისის გუნდმა უეფას ერთა ლიგაზე იმდენად კარგად იასპარეზა, რომ D ლიგიდან ერთადერთია, რომელიც წილისყრაზე მე-4 კალათში მოხვდა. პირველ რიგში გთავაზობთ კალათებს:

პირველი კალათა: ინგლისი, ჰოლანდია, პორტუგალია, შვეიცარია, ბელგია, ხორვატია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი

მეორე კალათა: ავსტრია, ბოსნია, ჩეხეთი, დანია, ისლანდია, რუსეთი, შვედეთი, უკრაინა, უელსი, გერმანია

მესამე კალათა: ფინეთი, ჩრ. ირლანდია, ნორვეგია, ირლანდია, სერბეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, ბულგარეთი, ისრაელი, შოტლანდია

მეოთხე კალათა: უნგრეთი, რუმინეთი, ალბანეთი, კვიპროსი, ესტონეთი, საქართველო, საბერძნეთი, ლიტვა, მონტენეგრო, სლოვენია

მეხუთე კალათა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, გიბრალტარი, ყაზახეთი, კოსოვო, ლუქსემბურგი, მაკედონია, მოლდოვა, ფარერები

მეექვსე კალათა: ანდორა, ლატვია, ლიხტენშტაინი, სან მარინო, მალტა

ჩვენი არჩევანი

POPSPORT.COM-მა სავარაუდო ვარიანტებიდან შეარჩია ორი - საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე რთული და ყველაზე იოლი.

თამაშები მხოლოდ 2019 წელს

კლასიკური შესარჩევი ციკლი 2019 წლის 21 მარტს დაიწყება და იმავე წლის 19 ნოემბერს დასრულდება. 10 ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელთაც ის 4 ნაკრები დაემატება, ვინც საგზურს ერთა ლიგის პლეი ოფის წყალობით მოიპოვებს. ერთა ლიგის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოც არის გასული, ტურნირი კი 2020 წლის მარტში გაიმართება. 

მანამდე ვლადიმირ ვაისის გუნდი შეეცდება ევროპის ჩემპიონატის საგზური კლასიკური გზით მოიპოვოს და თუ ამას ვერ შეძლებს, 2020 წლის მარტში პლეი ოფის ნახევარფინალისა (შინ) და ფინალის მოგების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. თუ საქართველოს ნაკრები (ან რომელიმე სხვა) კლასიკური გზით მოიპოვებს საგზურს, პლეი ოფში ადგილს სხვას (რეიტინგით შემდეგს) დაუთმობს ადგილს. 

10 ჯგუფიდან 5 6-გუნდიანია, ხოლო 5 5-გუნდიანი, რადგან ბოლო მე-6 კალათში მხოლოდ ხუთი ნაკრებია. 

წილისყრის დეტალები

► იმის გამო, რომ ევრო 2020-ს 12 ქვეყანა მასპინძლობს, ყველამ უნდა გაიაროს საკვალიფიკაციო ტურნირი.

► იმისთვის, რომ ყველა მასპინძელს ჰქონდეს შანსი გასვლის, ერთ ჯგუფში არ შეიძლება 2-ზე მეტი მასპინძელი ქვეყნის მოხვედრა. ესენია: აზერბაიჯანი, დანია, ინგლისი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, ჰოლანდია, ირლანდია, რუმინეთი, რუსეთი, შოტლანდია, ესპანეთი

► ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან აზერბაიჯანი და სომხეთი, გიბრალტარი და ესპანეთი, კოსოვო და ბოსნია, კოსოვო და სერბეთი, უკრაინა და რუსეთი.

►ასევე არ შეიძლება ერთ ჯგუფში 2-ზე მეტი გუნდი იყოს ეგრეთ წოდებული ცივი ქვეყნებიდან: ბელარუსი, ესტონეთი, ფარერები, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, რუსეთი და უკრაინა.

► ასევე მხოლოდ ერთი წყვილი შეიძლება მოხვდეს ყველაზე დაშორებული ქვეყნებისთვის. მაგალითად, აზერბაიჯანს ჯგუფში ერთბაშად გიბრალტარი, ისლანდია და პორტუგალია ვერ ეყოლება. მხოლოდ ერთი. ეს წესი ყველაზე მეტად ეხება ყაზახეთს, რომლისთვისაც ევროპის 14 ქვეყანაა ყველაზე დაშორებული. 

► ეს წესი ჩვენც შეგვეხო - ისლანდია არ შეიძლება ერთდროულად საქართველოსთან, სომხეთთან, კვიპროსთან და ისრაელთან მოხვდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები