Thumbnail

'გოლების მანქანა ვიყავი' - კონორ მაკგრეგორი ფეხბურთელობას იხსენებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კონორი მოყვარულთა ლიგაში თამაშობდა
  • "სულ ბომბარდირი იყო, თავდასხმაში ვათამაშებდი..." იხსენებს მწვრთნელი

კონორ მაკგრეგორი სანამ UFC-ის სამყაროში შეაბიჯებდა და შემდეგ მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უძლიერეს მოკრივეს დაუპირისპირდებოდა, მანამდე მშბლიურ ირლანდიაში მოყვარულთა ლიგის ფეხბურთს თამაშობდა.

მაკგრეგორი ლოკალურ გუნდებში გამოდიოდა - ლოურდეს სელტიკში, კრამლინ იუნაიტედში, სლივენამონ იუნაიტედში და იელოუსტოუნ სელტიკში თამაშობდა. მისი ყოფილი გუნდელი და ამჟამად პროფესიონალი - ალან ფოუერი მაკგრეგორის შესახებ იხსენებს...

მაკგრეგორი მოყვარულთა ლიგაში

"ერთი სამეგობრო წრე გვყავდა და ერთ გუნდში ვთამაშობდით, ცუდი მოთამაშე არ იყო, მაგრამ შემდეგ სხვა გზა აირჩია" ამბობს ფოუერი, რომელიც დღეს კილმარნოკში თამაშობს.

ბობი ბრეიკჰარსტი, მისი მწვრთნელი სლივენამონში იხსენებს "ფორვარდზე ვათამაშებდი, ყოველ სეზონში ბომბარდირი ხდებოდა. შემდეგ იელოუსტოუნში წავიყვანე და იქაც ბევრს იტანდა."

 წაიკითხეთ ჩვენთან საქართველოს მოყვარულთა ლიგის შესახებ. მოყვარულთა ლიგა საქართველოში 2016 წელს საპილოტე პროექტით - 'თბილსი ლიგით' დაიწყო და მას შემდეგ თერთმეტი-თერთმეტზე, ორგანიზებულ ფეხბურთს ქვეყანაში 8,000-მდე მოყვარული ფეხბურთელი თამაშობს.

კრიშტიანო რონალდოსთან გადაღებული ფოტოს კომენტარებში, კონორ მაკგრეგორის გულშემატკივარმა შეახსენა თუ ახსოვს, თვითონაც რომ ფეხბურთს თამაშობდა - "გოლების მანქანა ვიყავი" უპასუხა მაშინ კონორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები