Thumbnail

უაილდერი V ფიური - კვირას დიდი შოუ ლას ვეგასში!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  •  05:00 | 📅 2 დეკემბერი |   უაილდერი V ფიური
  • ლას ვეგასში ორი დაუმარცხებელი მოკრივე იჩხუბებს!

კვირას გამთენიისას ლას ვეგასში ორი დაუმარცხვებელი მძიმეწონოსანი - ამერიკელი დეონტეი უაილდერი და ბრიტანელი ტაისონ ფიური ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

ორი სპორტმენის წინა-საბრძოლო მზადებამ ე.წ. "თრეშ თოქების" რამდენიმე სერია გამოიარა. მორცხვი და ჩუმი მებრძოლი აქამდე არცერთი ყოფილა და ერთმანეთთან დაპირისპირებამ, ორივე უფრო აალაპარაკა.

ამერიკელ უაილდერს 40 ბრძოლიდან, 39 ნოკაუტით აქვს მოგებული, ფიურის კი 27-დან 17. თუმცა ფიური ამბობს, რომ ამ შემთხვევაში უაილდერის მოწინააღმდეგეთა ხარისხი არის გასათვალისწინებელი.

"თვითონ ამბობს, რომ მისი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე ლუის ორტისი იყო, წარმოგიდგენიათ? 40 წლის მოხუცს მოუგო და ამით ამაყობს." დასცინოდა ერთ-ერთი პრესკონფერენციისას ფიური უაილდერს, რომელმაც თავის დროზე ვლადიმირ კლიჩო დაამარცხა.

როგორც ამბობენ, კვირას გმაარჯვებული, შემდეგ მატჩს მსოფლიოს საუკეთესო მძიმეწონოსანის - ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ ჩაატარებს. უაილდერის (ჯერ-ჯერობით) WBC ქამარი, ერთადერთი ტიტულია, რომელიც ენტონი ჯოშუას კოლექციას აკლია.

კომენტარები

ბოლო ამბები