Thumbnail
  • რეალის და ესპანეთის ნაკრების ყოფილ თავკაცს უკვირს, რომ მესი სამეულში არაა
  • ვისენტე დელ ბოსკეს აზრით, არგენტინელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია 

მადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე გაკვირვებულია იმით, რომ "ოქროს ბურთის" სამ სავარაუდო ნომინანტს შორის დიდი შანსია ბარსელონას თავდამსხმელი ლიონელ მესი არ იყოს.

"ძალიან გაკვირვებული ვარ, რომ მესი სამეულში არაა. მგონია, რომ "ოქროს ბურთი" სრულებით გაუფასურდება, თუკი მისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვერ იბრძოლებს. ეს, სულ ცოტა, ძალიან უცნაურია", - აქვეყნებს 67 წლის დელ ბოსკეს ნათქვამს Marca, რომელმაც ცოტა ხნის წინ ულვაში მოიპარსა.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალური ჯილდოს სამ პრეტენდენტს შორის, არგენტინელი ფორვარდის გარდა, არც ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო იქნება.

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში სწორედ ეს ფუხბურთელები იგებდნენ ჯილდოს (5-5-ჯერ). ბუქმეკერთა აზრით, წელს პრიზისთვის ბრძოლაში ფავორიტი მადრიდის რეალის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩია.

France Football-ის "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალი 3 დეკემბერს გაიმართება.

ვისენტე დე ბოსკემ რეალს ორ-ორჯერ მოაგებინა ლა ლიგა (2000/01 და 2002/03 წლებში) და ჩემპიონთა ლიგა (1999/00 და 2001/02 წლებში), ესპანეთის ნაკრებს კი მსოფლიოს ჩემპიონატსა (2010) და ევროპის ჩემპიონატზე (2012) გაამარჯვებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები