Thumbnail
  • 'ბავშვის აღზრდის უნარები' ჰარი კეინისგან
  • ინგლისელ გოლეადორს Fortnite-ის თამაში უყვარს

ტოტენჰემისა და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი, ჰარი კეინი, Fortnite-ს მისივე ქალიშვილ აივისთან ერთად თამაშობს - თან ისე, რომ პატარას პოპულარული მულტსერიალის – 'გოჭი პეპას' ყურების საშუალებასაც აძლევს.

კეინმა ფოტო ინსტაგრამზე გაავრცელა და იმით კმაყოფილმა, რომ ერთდროულად მრავალ საქმეს გაართვა თავი, შემდეგი წარწერა გაუკეთა – 'ბავშვის აღზრდის უნარები' (parenting skills). 

View this post on Instagram

Parenting skills 💯👌 #peppapig #fortnite

A post shared by Harry Kane (@harrykane) on

გულშემატკივრებმა მალე შეამჩნიეს, რომ აივის Fortnite უფრო აინტერესებს, ვიდრე მულტიპლიკაციური ფილმი.

ცალკე საკითხია რეაქციები, რომლებსაც თუ ჩავიკითხავთ, არაერთ საინტერესო კომენტარს წავაწყდებით – 'ყოჩაღ ჰარი, შენ გოჭ პეპას უყურებ, ბავშვს კი PS4-ზე თამაშის საშუალებას აძლევ. 

ეს შესანიშნავია.' - წერს ერთერთი მომხმარებელი. 

'ვერ ვხვდები რად გინდა მიკროფონი გოჭი პეპას ყურებისას,' – ხუმრობს მეორე.

აივი ჰარის უფროსი ქალიშვილია და ფეხბურთელის ინსტაგრამ 'ფოლოვერები' მას ძალიან კარგად იცნობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები