Thumbnail

ლეგენდარული მამის შვილი - მიკ შუმახერი ფორმულა 1-ს მიუახლოვდა

  • მიხაელ შუმახერის შვილი ფორმულა 1-ს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
  • მიკ შუმახერი 2019 წელს ფორმულა 2-ში იასპარეზებს

ცხადია, რომ ადრე თუ გვიან, მიკ შუმახერი ფორმულა 1-ში უნდა ვიხილოთ. ლეგენდარული რეკორდსმენის, მიხაელ შუმახერის შვილმა “დიდი ცირკისკენ” მორიგი ნაბიჯი გადადგა და F1-ს მაქსიმალურად მიუახლოვდა - მიკი, რომელიც ფორმულა 3-ში ევროპის ჩემპიონი გახდა, მომავალ სეზონში ფორმულა 2-ში იასპარეზებს! ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ის ფორმულა 1-ში, შესაძლოა, 2 წელიწადში გამოჩნდეს.

მიკ შუმახერი ფორმულა 3-ში ევროპის მოქმედი ჩემპიონია

“მიხარია, რომ Prema Racing-თან თანამშრომლობას ვაგრძელებ და 2019 წელს ფორმულა 2-ში ვიასპარეზებ. ვფიქრობ, რომ ეს ჩემი გზის ლოგიკური გაგრძელებაა,” - დაწერა მიკ შუმახერმა “ტვიტერზე”.

შეგახსენებტ, რომ დიდი შუმის შვილმა ფორმულა 3-ში ევროპის ჩემპიონობა ახლახან იზეიმა. 19 წლის მიკ შუმახერი ფორმულა 2-ში პირველ ვარჯიშებს 29 ნოემბერს, აბუ დაბიში გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები