Thumbnail
  • ნონა გაფრინდაშვილმა 11 პარტიიდან 6 მოიგო და 5 ყაიმით დაასრულა
  • ლეგენდარული მოჭადრაკის კიდევ ერთი მიღწევა

სლოვენიის ქალაქ ბლედში გაიმართა მსოფლიოს პირველობა +65 წლის მოჭადრაკეთა შორის. ქალებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ნონა მეექვსედ გახდა პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული.

ნონა გაფრინდაშვილმა 11 პარტიიდან 6 მოიგო და 5 ყაიმით დაასრულა. ქართველმა მოჭადრაკემ 8.5 ქულა მოაგროვა და პირველობა არავის დაუთმო. შარშანდელმა ჩემპიონმა, თამარ ხმიადაშვილმა 6 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა.

ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთი მიღწევა
ფოტოები ჭადრაკის ფედერაციის FB გვერდიდან

 

კომენტარები

ბოლო ამბები