Thumbnail
  • ფლორენტინო პერესი ბევრ რამეში ტონი კროოსს ადანაშაულებს
  • “დონ ბალონი”: რეალი გერმანელს 90 მილიონად გაყიდის
  • მადრიდელები კრისტიან ერიქსენს და მარსელო ბროზოვიჩს უმიზნებენ

მადრიდის რეალს ამ სეზონში საქმეები ცუდად მისდის. კრიშტიანო რონალდოს წასვლის შემდეგ, “სამეფო გუნდს” კრიზისი დაეწყო. მწვრთნელი შეიცვალა, მაგრამ რეალი ესპანეთის ჩემპიონატში მაინც აფიქსირებს ისეთ უპატიებელ შედეგებს, როგორიც იყო 0:3 ეიბართან. გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური მოიპოვა, მაგრამ ლა ლიგაში მე-6 ადგილზე ყოფნა მადრიდული გრანდის გულშემატკივრებისთვის კატასტროფის ტოლფასია.

ესპანური მედია წერს, რომ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გუნდში ბევრი რამის შეცვლას აპირებს. “დონ ბალონის” ინფორმაციით, პერესი ბევრ რამეში რეალის გერმანელ ნახევარმცველ ტონი კროოსს ადანაშაულებს და მის გაყიდვას გეგმავს. თუმცა, მადრიდელები 28 წლის გამთამაშებელს იაფად დათმობენ - ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, პერესი კროოსის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს მოითხოვს.

“დონ ბალონის” ინფორმაციით, რეალი გერმანელის შემცვლელს უკვე ეძებს. პერესის ფავორიტი ტოტენჰემის პლეიმეიქერი კრისტიან ერიქსენია. სიაშია მილანის ინტერის ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩიც, რომელიც ერიქსენზე გაცილებით იაფი ღირს.

ამასობაში, ტონი კროოსი მესამე შვილს ელოდება. ფეხბურთელმა, რომელსაც გერმანიის ნაკრებში 91 მატჩი აქვს ჩატარებული, ამის შესახებ თავის ფანებს ინსტაგრამის პოსტით ამცნო:

კომენტარები

ბოლო ამბები