Thumbnail

ლიონელ სკალონი არგენტინის ნაკრებში რჩება - მინიმუმ კოპა ამერიკამდე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაში მწვრთნელის მუშაობით კმაყოფილები არიან
  • 40 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა 6 ამხანაგური მატჩი ჩაატარა 
  • სკალონი ბოლო ათი წლის განმავლობაში არგენტინის ნაკრების მეშვიდე მწვრთნელია

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ლიონელ სკალონი გუნდის სრულფასოვანი თავკაცი გახდება. 40 წლის სპეციალისტი ნაკრებს, მინიმუმ, მომავალ კოპა ამერიკაზე გაიყვანს, რომელიც 2019 წლის ზაფხულში ბრაზილიაში ჩატარდება.

"ყველამ ვნახეთ ლიონელ სკალონის გაწეული სამუშაო, ამიტომ, ის გუნდს კოპა ამერიკამდე უხელმძღვანელებს", - განაცხადა არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ.

ლიონელ სკალონიმ არგენტინის ეროვნული გუნდის დროებით თავკაცად მას შემდეგ დაინიშნა, რაც თანამდებობა ხორხე სამპაოლიმ დატოვა. ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით "ალბისელესტემ" მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა წარუმატებლად - ⅛-ფინალში, საფრანგეთთან წაგებით (3:4) დაასრულა.

ლიონელ სკალონის ხელმძღვანელობით არგენტინელებმა ექვსი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს. მოუგეს გვატემალას (3:0), ერაყსა (4:0) და ორჯერ მექსიკას (2:0), დაუზავდნენ კოლუმბიას (0:0) და დამარცხდნენ ბრაზილიასთან (0:1). ამ მატჩებში ნაკრებს არ ეხმარებოდა ლიონელ მესი, რომელმაც მუნდიალის შემდეგ ეროვნულ გუნდში პაუზის აღება გადაწყვიტა.

არგენტინის ნაკრების ყოფილ მცველს ევროპაში დეპორტივოში, ვესტ ჰემში, რასინგში, ლაციოში, მალიორკასა და ატალანტაში უთამაშია. 2016/17 წლებში სკალონი სევილიაში მწვრთნელის ასისტენტი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები