Thumbnail
  • ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ წელიწადი შეაჯამა
  • საუკეთესო საკლუბო მწვრთნელად რეალის ყოფილი თავკაცი ზინედინ ზიდანი დასახელდა
  • საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელი საფრანგეთის ნაკრების თავკაცი დიდიე დეშამი გახდა 

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2018 წლის საუკეთესო საკლუბო და სანაკრებო მწვრთნელების რეიტინგი გამოაქვეყნა. 

წლის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელმა მადრიდის რეალის ყოფილი თავკაცი, ფრანგი ზინედინ ზიდანი დასახელდა, რომელმაც 296 ქულა მოიპოვა. 2018 წელს ზიდანმა "სამეფო კლუბთან" ერთად, ზედიზედ მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ფრანგი ფეხბურთის ისტორიაში პირველი სპეციალისტი გახდა, ვინც ეს ტურნირში გამარჯვება ზედიზედ სამჯერ შეძლო. 2017/18 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ზიდანმა რეალის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

46 წლის ფრანგმა რეალი ტრიუმფით დატოვა

მეორე ადგილზე გერმანელი იურგენ კლოპი (ლივერპული, 109 ქულა) გავიდა, მესამეზე კი - ესპანელი ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი, 105).  ხუთეულში მოხვდნენ არგენტინელი დიეგო სიმეონე (ატლეტიკო, 48) და იტალიელი მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი, 33).

ეროვნული ნაკრებების თავკაცებს შორის საუკეთესოდ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამი დასახელდა (304 ქულა), რომელმაც გუნდს გასულ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატზე გაამარჯვებინა.

50 წლის დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებს 2012 წლიდან წვრთნის

მეორე ადგილზე მუნდიალის ფინალისტი ხორვატიის ნაკრების თავკაცი ზლატკო დალიჩია (198), მესამეზე კი - ბელგიელთა დამრიგებელი რობერტო მარტინესი (84). ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ სტანისლავ ჩერჩესოვი (რუსეთის ნაკრები, 26), გარეტ საუთგეიტი (ინგლისი, 18), ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი, 12), ტიტე (ბრაზილია, 4), ხოსე პეკერმანი (კოლუმბია, 3) და იოახიმ ლიოვი (გერმანია, 2).

კომენტარები

ბოლო ამბები