Thumbnail

აინტრახტმა მარსელი გაანადგურა, ჩელსიმ პაოკს 4 გოლი გაუტანა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მარსელის კრიზისი და იოვიჩის ბენეფისი 'კომერცბანკ-არენაზე'
  • მაურიციო სარის ჩელსის ასპროცენტიანი შედეგი აქვს

ევროპისლიგაზე მე-5 ტურის მატჩები დასრულდა. ფრანქფურტის აინტრახტმა მარსელს 4 უპასუხო გოლი გაუტანა და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. ადი ჰიუტერის გუნდს 5-დან 5 მატჩი აქვს მოგებული. მაურციო სარის ჩელსიმ ასევე 4 გოლი გაუტანა პაოკს. მატჩის მე-7 წუთზე ევგენი ხაჩერიდი გააძევეს და ათი კაცით დარჩენილმა ბერძნებმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს. სარის გუნდსაც ასპროცენტიანი შედეგი აქვს და ჯგუფში 15 ქულით პირველ ადგილზეა.

ბეშიქთაშმა საოცარი მატჩი შემოატრიალა, თურქები სარპსბორგთან 2:0-ს აგებდნენ, თუმცა მეტოქეს 3 გოლი გაუტანეს და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აიღეს.

რეინჯერსისა და ვილიარეალის მატჩი უგოლოდ დასრულდა. სტივენ ჯერარდის გუნდი პირველი ტაიმის ბოლოს ათი კაცით დარჩა, მაგრამ მეტოქის შეტევების მოგერიება მოახერხა და ერთი ქულა მოიპოვა, რომლითაც ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.

G ჯგუფი

რეინჯერსი 0:0 ვილიარეალი

H ჯგუფი

აინტრახტი 4:0 მარსელი
გოლები: 1:0 იოვიჩი (1), 2:0 ლუის გუსტავოს ავტოგოლი (17), 3:0 სარის ავტოგოლი (62), 4:0 იოვიჩი (67)

აპოლონი 1:0 ლაციო
გოლი: 1:0 ფაუპალა (31)

I ჯგუფი

მალმიო 2:2 გენკი
გოლები: 0:1 პოსუელო (42), 0:2 პეინცილი (53), 1:2 ლევიცკი (65), 2:2 ანტონსონი (67)

სარპსბორგი 2:2 ბეშიქთაში
გოლები: 1:0 მუჰამედი (1), 2:0 ჰეინცი (6), 2:1 ლენსი (62), 2:2 ლავი (66).

J ჯგუფი

სტანდარდი 1:0 სევილია
გოლი: 1:0 ჯენეპო (62)

K ჯგუფი

იაბლონეცი 0:1 რენი
გოლი: 0:1 გრენიე (55)

L ჯგუფი

ჩელსი 4:0 პაოკ
გაძევება: ხაჩერიდი (7)
გოლები: 1:0 ჟირუ (27), 2:0 ჟირუ (37), 3:0 ჰადსონ-ოდოი (60), 4:0 მორატა (78)

ევროპალიგის პლეი ოფში ითამაშებენ: ლევერკუზენი, ციურიხი, ზალცბურგი, ზენიტი, ზაგრების დინამო, ფენერბაჰჩე, არსენალი, სპორტინგი, ბეტისი, აინტრახტი, ლაციო, კიევის დინამო, ჩელსი. დარჩა კიდევ 11 1/32 ფინალისტის ვინაობა გასარკვევი.

კომენტარები

ბოლო ამბები