Thumbnail
  • ბარსამ ლივერპულის ფლეიმეიქერი 142 მილიონ ფუნტად შეიძინა
  • კოუტინიომ 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი
  • კვირას ლევანტესთან ბრაზილიელი ახალ გუნდელებთან ერთად გამოჩნდება

ფილიპე კოუტინიოს სატრანსფერო საგა დასრულდა, ბრაზილიელი დღეიდან კატალონიის სახელით შეუტევს. მას მერე, რაც კოუტინიო ინგლისურ კლუბს დუბაიში დასასვენებლად არ გაჰყვა, ესპანურმა და ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრანსფერი შეთანხმდა.

► ლივერპული ფანებს კოუტინიოს მაისურში გადახდილ ფულს უბრუნებს

ტრანსფერის ძირითადი თანხა 105 მილიონს შეადგენს, 17 მილიონს ლივერპული იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ფლეიმეიქერმა ბარსას ფორმით 100 და მეტი თამაში ჩაატარა, ხოლო დარჩენილი თანხა წვრილ პერფომანს-ბონუსებს ითვალისწინებს. 

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი ლივერპულში 2012 წელს ბრენდან როჯერსმა ინტერიდან მხოლოდ £8.5 მილიონ ფუნტად გადაიყვანა. როჯერსის ხელში კოუტინიომ საგრძნობლად მოუმატა, ხოლო იურგენ კლოპმა მისი გახნსა ბოლომდე შეძლო და ბრაზიელიელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ აქცია.

ფორმა დაკარგული კოუტინიო 2012 წელს ლივერპულმა ინტერიდან მხოლოდ £8.5 მილიონ ფუნტად შეიძინა

ფილიპ კოუტინიო და ბრენდან როჯერსი

კოუტინიო, რომელმაც შესაძლოა, სატრანსფერო თანხის მცირე ნაწილი თავად დაფაროს, წელიწადში 12,1 მილიონ ფუნტს მიიღებს. 

კატალონიური "სპორტი" ამტკიცებს, რომ ბარსა კოუტინიოს 8 იანვარს წარადგენს. ეს ინფორმაცია თითქმის ყველა ესპანურმა და ბრიტანულმა მედია საშუალებამ გაავრცელა. 

ფრანგულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ხვალ ლივერპულში სამედიცინო შემოწმებას ლესტერის ვარსკვლავი რიად მაჰრეზი გაივლის, რომლის სანაცვლოდაც იურგენ კლოპის გუნდი 55 მილიონ ევროს გადაიხდის.

კოუტინიოს ბარსაში ტრანსფერს ევროსპორტის კარიკატურისტი, ზეზო ალიზადიც გამოეხმაურა. კარიკატურაზე ბრაზილიელთან ერთედ ლეო მესი და ლუის სუარესიც არიან გამოსახულნი. ბარსას შემტევი დუეტი კოუტინიოს ლივერპულის "ციხის" დატოვებაში ეხმარება.

‏Philippe Coutinho is the latest to escape to ‎#FCBarcelona... sorry, ‎#LFC! فليب كوتينيو اخر الهاربين من ليفربول الى برشلونه Cartoon : ‎https://www.eurosport.co.uk/

Posted by ZEZO CARTOONS on კვირა, 07 იანვარი, 2018

► 10 წლის წინ რეალს კოუტინიოს ყიდვა 85-ჯერ იაფად შეეძლო, მაგრამ ეს ფეხბურთელი შეიძინა

► კოუტინიო გაიფიცა, ბარსას ის 133 მილიონი ფუნტი დაუჯდება

კომენტარები

ბოლო ამბები