Thumbnail

'საქართველოს დროშას კარგად დაიმახსოვრებენ' - ფეიქრიშვილს ბარბაროსებში უხმეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ანტონ ფეიქრიშვილი მე-7 ბორჯღალოსანია, რომელიც 'ბარბაროსებში' ითამაშებს
  • ფეიქრიშვილი არგენტინასთან თავიდან სათადარიგო სკამზე იქნება

'კარდიფ ბლუზის' ბორჯღალოსანი ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი მეშვიდე ქართველი მორაგბეა, რომელიც ლეგენდარული ბრიტანული კლუბის, 'ბარბაროსების' ღირსებას დაიცავს.

'ბარბაროსებში' მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეებს იძახებენ და ამხანაგურ მატჩებს ატარებენ. სარაგბო ტრადიციების მიმდევარი 'ბარბაროსები' მუდამ ლაღი და ლამაზი რაგბის თამაშით გამოირჩევიან.

2006 წელს 'ბარბაროსებმა' 'მიხეილ მესხზე' საქართველოს ნაკრებიც დაამარცხეს, რის შემდეგაც გუნდში ქართველი მორაგბეების გამოაძახებაც დაიწყეს.

ქართველები 'ბარბაროსებში': დავით ქუბრიაშვილი, გოდერძი შველიძე, დავით კაჭარავა, მამუკა გორგოძე (ლელო ინგლისთან), კოტე მიქაუტაძე, მიხეილ ნარიაშვილი.

ანტონს პირველ დეკემბერს არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ მოუწევს თამაში. შემადგენლობა უკვე ცნობილია და ქართველი მორაგბე შეცვლაზე შევა.

4-ზე დამირეკეს და 8-ზე უკვე თვითმფრინავში ვიჯექი

ამ სიახლის გაგების შემდეგ, Popsport ანტონ ფეიქრიშვილს დაუკავშირდა: 

'ყველაფერი უცებ მოხდა. 4-საათზე დამირეკე და 8-საათზე უკვე თვითმფრინავში ვიჯექი. ბარბაროსებში მოხვედრას არ ველოდი, მაგრამ აქ ვარ და ყველანაირად ვეცდები, საქართველოს დროშა კარგად დავამახსოვრო ყველას და რაგბის ლეგენდებთან ერთად თამაშით ვისიამოვნო.' - განაცხადა ქართველმა მორაგბემ.

კომენტარები

ბოლო ამბები