Thumbnail

პირველ წრემდე ცოტა რჩება! ESPN-მა ბითაძე დრაფტის სიაში დააწინაურა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პირველ წრემდე ცოტა რჩება
  • Sports Illustrated, nbadraft.net და ESPN ბითაძეზე

 

გოგა ნაკრების შეკრებაზე 
@_GeoBasketball
 

გოგა ბითაძე ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად ესტონეთში იმყოფება და 30 ნოემბერს ესტონეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაპირისპირებაა. 

მანამდე კი გოგამ ბრწყინვალედ იასპარეზა ადრიატიკის ლიგაში, მან ციბონას 28 ქულა ჩაუგდო და მარგი ქმედების 34-ბალიანი კოეფიციენტით ტურში ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა, ქართული პასპორტის მქონე ჯეიკობ პულენის შემდეგ

მოგეხსენებათ, ბითაძე შარშან ოფიციალურად დადგა NBA-ს დრაფტზე, თუმცა დრაფტის დაწყებამდე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ევროპაში ბევრს ეჭვიც არ ეპარება, რომ ბითაძე NBA-ს დონის კალათბურთელად ჩამოყალიბდება, თუმცა შარშან მისთვის დრაფტი ნაადრევად ჩაითვალა, რადგან მას სავარაუდოდ დრაფტის მეორე რაუნდის ბოლოსკენ თუ აირჩევდნენ. 

წლეულს ბითაძე არა მარტო მეგა ბიმაქსის გამორჩეული ლიდერია, არამედ, ადრიატიკის ლიგის საუკეთესო ცენტრია. ამერიკელი ექსპერტები კი ნელ-ნელა დრაფტში მის სავარაუდო ადგილს უცვლიან. 

Sports Illustrated, nbadraft.net და ESPN 19 წლის ბითაძეს კვლავ დრაფტის მეორე წრეში განიხილავენ, თუმცა ბითაძე წინ მიიწევს. 

ESPN-მა ახლახან კიდევ ერთხელ გადაალაგა 2019 წლის დრაფტის სავარაუდო სია და ბითაძეს 34-ე ნომერი მიანიჭა. ანუ ამერიკული გამოცემის მიხედვით, გოგას დრაფტის მეორე წრეში მე-4 ნომრად აირჩევენ. nbadraft.net-ის აზრით, ბითაძეს 39-ე ნომრად აირჩევენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები