Thumbnail
  • ჩიხურას 62 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა
  • სამტრედია ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი ოფს ითამაშებს

ეროვნული ლიგის 34-ე ტური ზესტაფონში გამართული მატჩით გაიხსნა, სადაც სამტრედიამ საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა. როგორც მოსალოდნელი იყო, იმერულ დერბიში ფავორიტმა, ჩიხურამ გაიმარჯვა. 

საჩხერელებმა მეტოქეს პირველ ტაიმში გაუტანეს ორი გოლი და დიდი ნაბიჯი გადადგეს სამი ქულის მოსაპოვებლად. მატჩი სამი წუთის დაწყებული, როდესაც ჩიხურას ხანგრძლივი იერიში მიშიკო სარდალიშვილის ზუსტი დარტყმით დასრულდა. მე-17 წუთზე  ბაქარ მირცხულავამ გამოიჩინა თავი და სხვაობა ორამდე გაზარდა. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, გიორგი ერისთავმა გაქვითა ერთი ბურთი და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა, 1:2.

34 მატჩის შემდეგ, ჩიხურას აქტივში 62 ქულაა. საჩხერული გუნდი მეოთხე ადგილზეა და ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის. სამტრედია 21 ქულით მეცხრე ადგილზეა და უკვე ცნობილია, რომ ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელთან პლეი ოფში მოუწევს თამაში. 

სამტრედია 1:2 ჩიხურა

გოლები: 0:1 სარდალიშვილი (3), 0:2 მირცხულავა (17), 1:2 ერისთავი (81)

სამტრედია: სტურუა, გოგიაშვილი, ფატიჩი, გურული, ოლხოვი (46. მამასახლისი), ლიპარტია (83. მაქაცარია), კერძევაძე, ენდელაძე, კოშმანი, გორელიშვილი (75. ერისთავი), ტუღუში.

ჩიხურა: ჰამზიჩი, კახაბრიშვილი, მაისაშვილი, მირცხულავა, მეგრელიშვილი, ბუღრიძე (75. ჩიხრაძე), ჩიკვაიძე, მარკოზაშვილი, ლექვთაძე (90. ბუხაიძე), გაბედავა, სარდალიშვილი.

ფოტო ჩიხურას FB გვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები