Thumbnail

ფეხბურთელი, რომელიც 'ავარიაში დაიღუპა', ცოცხალია!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • უჩვეულო ამბავი ირლანდიის მესამე ლიგაში
  • კლუბმა ფეხბურთელი გარდაცვლილად გამოაცხადა

მეგობრები და ახლობლები მის ცოლს ურეკავდნენ და უსამძიმრებდნენ - არადა ცოცხალი იყო…

ირლანდიურმა სამოყვარულო კლუბმა საკუთარი ფეხბურთელი “მოკლა”. მიზეზი? კლუბში ერთ-ერთი გასვლითი მატჩის გადადება სურდათ. სწორედ ამიტომ, FC Ballybrack-მა თავისი ფეხბურთელი გარდაცვლილად გამოაცხადა და თამაშის გადადება მოითხოვა. არადა, ფერნანდო ნუნო ლა ფუენტე ცოცხალი იყო და მეტიც - საკუთარი “სიკვდილის” შესახებ არაფერი იცოდა.

“ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა. ასე გავიგე, რომ თურმე მოვკვდი,” - აცხადებს ესპანელი Irish Times-თან ინტერვიუში.

როგორც ჩანს, მის გუნდში სურდათ, რომ მესამე ლიგის მატჩი არკლოუ თაუნთან ნებისმიერ ფასად გადაედოთ, რაც მოახერხეს კიდეც. ლა ფუენტემ იცოდა, რომ ამ მიზნით მისი სახელის გამოყენებას აპირებდნენ, მაგრამ მისთვის ნათქვამი ჰქონდათ, რომ ფეხის მოტეხვას მოიმიზეზებდნენ, ოფიციალურად კი თქვეს, რომ ლა ფუენტე ავტოავარიაში დაიღუპა.

თამაში გადაიდო, სხვა მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყო, ლა ფუენტეს მეუღლეს და ოჯახის წევრებს კი ყველა ახლობელმა მიუსამძიმრა. მოგვიანებით, კლუბმა ბოდიში მოიხადა. “მეც მომიბოდიშეს. ბოდიში მიღებულია. მთავარია, რომ ყველა ცოცხალია და ყველა კარგად არის. ცოტა გავმხიარულდით კიდეც,” - ამბობს “გადარჩენილი” ესპანელი.

კომენტარები

ბოლო ამბები