Thumbnail

ხაბიბ ნურმაგომედოვი გუშინ პარიზში ლივერპულთან მატჩს დაესწრო

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მსუბუქი წონის ჩემპიონმა ანგარიშიც გამოიცნო
  • "1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთიდან ყველა მოთამაშე მახსოვს"

გუშინ, პარი სენ ჟერმენმა, პარკ დე პრენსზე ლივერპულს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, ბერნატის და ნეიმარის პირველ ტაიმში გატანილი გოლებით - 2:1 დაამარცხა.

მატჩს UFC მსუბუქი წონის ჩემპიონი - ხაბიბ ნურმაგომედოვი დაესწრო. "ეს ძალიან მნიშნველოვანი მატჩია პარი სენ ჟერმენისთვის, მეტოქეც ძლიერი ჰყავს, ლივერპული ახლა ძალიან კარგ ფორმაშია..." ამბობდა ხაბიბი მატჩის წინ.

"ფეხბურთი ძალიან მიყვარს, რომ მკითხოთ 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთიდან ყველა მოთამაშეს დაგისახელებთ. დღევნადელ მატჩს რაც შეეხება, მგონია, რომ 2:1 მორჩება" ამბობდა ნურმაგომედოვი, რომელმაც მატჩის ანგაირიში გამოიცნო...

ნურმაგომედოვის გარდა, შეხვედრას მიკ ჯაგერი და ჰოლივუდის ვარსკვლავი - ლეონარდო დი კაპირო ესწრებოდნენ. ცნობილია, რომ დი კაპირო ლივერპულს ქომაგობს, ამის შესახებ წლების წინ დი კაპრიოსთან ერთად ნიუ იორკის ბანდებში მონაწილე წარმოშობით ლივერპულელმა მსახიობმა - დენი გრემმა უამბრო ჟურნალისტებს.

კომენტარები

ბოლო ამბები