Thumbnail

ქართული ჭიდაობა იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართული ჭიდაობა 6 ძირითად დარგს მოიცავს
  • ჭიდაობის განუყოფელი ნაწილია მუსიკალური აკომპანიმენტი

UNESCO-მ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. აღნიშნული გადაწყვეტილება, 29 ნოემბერს, მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე მიიღეს.

ქართულ ჭიდაობაში ექვსი ძირითადი დარგია: ცერულები, სარმები, თეძოები, მოგვერდები, კაურები და კისრულები. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ჭიდაობის განუყოფელი ნაწილია მუსიკალური აკომპანიმენტი. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, 2014 წელს ქართულ ჭიდაობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა და შემდგომ, ეს საკითხი იუნესკოში გადაიგზავნა.

იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში უკვე შესულია ოთხი ქართული არამატერიალური კულტურის ძეგლი: ქართული მრავალხმიანობა, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი, ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა და უკვე ქართული ჭიდაობა.

UNESCO-ს ვიდეო ქართული ჭიდაობის შესახებ

კომენტარები

ბოლო ამბები