Thumbnail

'ნაპოლიმ კლასი აჩვენა' - ანჩელოტის ატალანტასი უფრო ეშინია, ვიდრე ლივერპულის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნაპოლის მწვრთნელმა ცრვენა ზვეზდასთან მატჩის შემდეგ უცნაური კომენტარი გააკეთა
  • კარლო ანჩელოტი სირთულეებს ბერგომაში უფრო ელოდება, ვიდრე - ლივერპულში
  • ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის სიკვდილის ჯგუფის ლიდერია

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში ცრვენა ზვეზდასთან გამარჯვების (3:1) შემდეგ, პლეი ოფში თავისი გუნდის გასვლის შანსებზე ისაუბრა.

"სან-პაოლოზე" გამართულ მატჩში მასპინძლები 3-ბურთიან უპირატესობას ფლობდნენ, შემდეგ კი მეტოქეს მხოლოდ სხვაობის შემცირების საშუალება მისცეს. ჯგუფის პარალელურ მატჩში პარი სენ-ჟერმანმა ლივერპულს მოუგო (2:1). შედეგად, C ჯგუფში ნაპოლის 9 ქულა აქვს, 8 - პსჟ-ს, 6 - ლივერპულს, ცრვენა ზვეზდას - 4. 

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ნაპოლიმ მიზნის მისაღწევად "ენფილდზე" ლივერპულთან არ უნდა წააგოს. იტალიური კლუბისთვის ასევე მისაღებია მინიმალური სხვაობით მარცხი გატანილი გოლით - 1:2 და ა.შ.

"ინგლისში შიშის გარეშე უნდა ჩავიდეთ. მაგრამ მოდით ჯერ ვიფიქროთ მომავალ შეხვედრაზე ატალანტასთან. დარწმუნებული ვარ, რომ სირთულეები ბერგამოში უფრო გველის, ვიდრე - ლივერპულში.

გაკვირვებული ვარ ცრვენა ზვეზდასთან ჩვენი გუნდის თამაშით. ერთი საათის განმავლობაში ინტენსიურად ვმოქმედებდით, მაგრამ შემდეგ ფსიქოლოგიურად დავეცით. შეგვეძლო გაშვებული გოლის თავიდან არიდება. მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგაში თავისი კლასი აჩვენა. ჩვენ ყველაზე რთულ ჯგუფში ლიდერები ვართ", - აქვეყნებს ანჩელოტის ნათქვამს ნეაპოლიტანური კლუბის პრესსამსახური.

სერია A-ში ნაპოლის 13 ტურის შემდეგ 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ლიდერ იუვენტუსს 8 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში, 3 დეკემბერს, ანჩელოტის გუნდი სტუმრად ბერგამოში ატალანტას დაუპირსპირდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები