Thumbnail

'აქ მაგარი დრო გავატარე!' - დავიდ ვილია ნიუ იორკიდან მიდის

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დავიდ ვილიამ კლუბის გამოცვლა გადაწყვიტა
  • ვეტერანი ესპანელი ნიუ იორკს ტოვებს

მსოფლიოსა და ევროპის ყოფილმა ჩემპიონმა დავიდ ვილიამ განაცხადა, რომ ამერიკულ კლუბ ნიუ იორკ სიტის ტოვებს. 36 წლის ესპანელი თავდამსხმელის წასვლის შესახებ ინფორმაცია MLS-ის კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

“აქ ძალიან კარგი დრო გავატარე და ეს პერიოდი არასდროს დამავიწყდება. კიდევ უფრო გავიზარდე როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. ეს დრო არასდროს დამავიწყდება,” - ვილიას განცხადებას ციტირებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. ესპანელი აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას.

MLS-ის რეგულარული სეზონის 117 შეხვედრაში დავიდ ვილიამ 77 გოლი გაიტანა და 26 საგოლე პასი გააკეთა. იმავე პერიოდში, მასზე მეტი გოლი მხოლოდ თანაქალაქელი ნიუ იორკ რედ ბულსის ფორვარდ ბრედლი რაიტ-ფილიპსს აქვს გატანილი.

კარიერის საუკეთესო წლები ვილიას ვალენსიასა და ბარსელონაში აქვს გატარებული. ვალენსიაში მან 166 მატჩში ჯამში 108 გოლი გაიტანა, ბარსელონასთან ერთად კი 2011 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი (2011, 2013). ესპანეთის ნაკრებთან ერთად ვილია 2008 წელს ევროპის, ხოლო 2010-ში კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები