Thumbnail
  • ატლეტიკო 2:0 მონაკო
  • ატლეტიკო, პორტუ და შალკე გავიდნენ

ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მე-5 ტურის მატჩში ატლეტიკომ "ვანდა მეტროპოლიტანოზე მონაკოს უმასპინძლა და 2:0 მოუგო. ამით დიეგო სიმეონეს გუნდი გახდა მე-9 კლუბი, რომელმაც ლიგის პლეი ოფის საგზური გაინაღდა, ხოლო ტიერი ანრის გუნდმა ბოლო ადგილი გაიფორმა.

1:0 კოკე (2)

კოკეს გოლი მონაკოს კარში - ატლეტიკო 1:0 მონაკო

კოკეს გოლი მონაკოს კარში - ატლეტიკო 1:0 მონაკო

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 28 ნოემბერი, 2018

უკვე მე-2 წუთზე ანგარიში გაიხსნა, კოკემ შორიდან დაარტყა, ბურთი გზად ბადიაშილს მოხვდა და მნიშვნელოვნად შეიცვალა მიმართულება.

2:0 გრიზმანი (24)

ანტუან გრიზმანის გოლი მონაკოს კარში - ატლეტიკო 2:0 მონაკო

ანტუან გრიზმანის გოლი მონაკოს კარში - ატლეტიკო 2:0 მონაკო

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 28 ნოემბერი, 2018

ანხელ კორეა მარცხნიდან შეიწრა მეტოქის საჯარიმოში და იქვე ანტუან გრიზმანი მოძებნა, ფრანგმაც თავისივე დაწყებული კომბინაცია დაასრულა.

პენალტი - ფალკაო (83)

რადამელ ფალკაოს გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი ატლეტიკოსთან

რადამელ ფალკაოს გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი ატლეტიკოსთან

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 28 ნოემბერი, 2018

მატჩის მიწურულს სავიჩს ბურთი ხელზე საკუთარ საჯარიმოში მოხვდა, ის მსაჯმა მეორედ გააფრთხილა და მოედნიდან გააძევა, მაგრამ რადამელ ფალკაომ პენალტი ვერ გამოიყენა - ბურთი კარს ააცილა. 

საბა კვერკველიას პირველი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

მეორე დაპირისპირებაში მოსკოვის ლოკომოტივმა 2:0 დაამარცხა გალათასარაი და ჯგუფში მე-3 ადგილის დაკავების შანსი შეინარჩუნა. საბა კვერკველიამ შეუცვლელად ითამაშა. ამით პორტუმ და შალკემ თამაშამდე გაინაღდეს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზურები. 

ატლეტიკო 2:0 მონაკო

გოლები: 1:0 კოკე (2), 2:0 გრიზმანი (24)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, სავიჩი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - კოკე (46. ვიტოლო), როდრი, თომასი, ლემარი (63. კალინიჩი) - ა. კორეა (69. საულ ნიგესი), გრიზმანი 

მონაკო (5-3-2): ბენალიო - ბიანკონი, რაჯი, ჟემერსონი, ბადიაშილი, შადლი (63. დიოპი) - მასენგო, ტილემანსი, გოლოვინი (63. ტურამ-ულიენი) - გრანდსირი, სილა (55. ფალკაო)

გაძევება: სავიჩი (82)

გამოუყენებელი პენალტი: ფალკაო (83)

ლოკომოტივი 2:0 გალათასარაი

გოლები: 1:0 დონკი (43. ავტოგოლი), 2:0 იგნატიევი (54) 

კომენტარები

ბოლო ამბები