Thumbnail

3 ბოჭვა 20 წამში - გიორგი ცუცქირიძე სამოას წინააღმდეგ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გიორგი ცუცქირიძის ბრწყინვალე თამაში სამოასთან
  • ქართველმა სამოელები 20 წამში 3-ჯერ შებოჭა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩების დროს სამი შეხვედრა გამართა. 'ბორჯღალოსნებმა' 2 მატჩი მოიგეს და ერთ შეხვედრაში დამარცხდნენ. ქართველმა მორაგბეებმა ბოლო ორ მატჩში კარგად ითამაშეს და რამდენიმე ლამაზი ეპიზოდიც შექმნეს.

სოციალურ ქსელში გიორგი ცუცქირიძის ვიდეო გავრცელდა, სადაც ის სამოელთა წინააღმდეგ ბრწყინვალე ირჯება. გიორგიმ სამოელები 20 წამის განმავლობაში სამჯერ შებოჭა. ორიაკში გადასული ქართველი ბრწყინვალე ფორმაშია და მისი პროგრესი სანაკრებო მატჩების დროს კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

კომენტარები

ბოლო ამბები