Thumbnail

ზაზა ფაჩულია: ყველაფერი კარგად არის, რადგან ჩვენ სწორად ვთამაშობთ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ზაზა ფაჩულიას ზედიზედ მეორე კარგი თამაში
  • კარგი მოთამაშეების მიქსი დეტროიტში

დეტროიტ პისტონსმა NBA-ს რეგულარულ სეზონში ნიუ იორკ ნიკსი 115:108 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ გამარჯვებულთა რიგებში 17 წუთში 9 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. ზედიზედ მეორე თამაშია, რაც ზაზა პროდუქტიულია დეტროიტში - წინა შეხვედრაში ფინიქსის წინააღმდეგ ფაჩულიამ 7 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. 

ნიუ იორკთან მატჩში ძალიან კარგად ითამაშეს სათადარიგოებმა, რომელთა ანგარიშზე ერთად 50 ქულა, 21 მოხსნა და 11 ასისტია. ზაზა სწორედ მათზე საუბრობს:

ფაჩულიას დეტროიტმა ბოლო 9 მატჩიდან 7 მოიგო

"ჩვენ ბურთს სწორად ვათამაშებთ და სწორად ვმოძრაობთ. ჩვენს რიგებში არიან კარგი მსროლელები, ბიჭები, რომელთაც უყვართ ფარზე შეტევა, ბიჭები, რომლებიც კარგ "სქრინებს აყენებენ", სწრაფი ბიჭები, როგორიც იშ სმითია. მოკლედ, ამ შემადგენლობაში კარგი მიქსია მოთამაშეების. ესეც გადამწყვეტია, რომ ყველაფერი კარგად მიდის", - განუცხადა ფაჩულიამ mlive.com-ს. 

mlive.com წერს, რომ ზაზა ფაჩულიამ კარგად ითამაშა, მას მერე, რაც ანდრე დრამონდი პერსონალური ფოლების სიმრავლის გამო დაასვენეს. 

2018/19 წლების სეზონში ზაზა ფაჩულიამ 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა (ყველა სათადარიგო). ის საშუალოდ 12.4 წუთს თამაშობს, მის ანგარიშზე საშუალოდ 4.2 ქულა და 4.1 მოხსნაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები