Thumbnail

ლეონარდო ბონუჩიმ მილანი და გატუზო სირცხვილისგან იხსნა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მილანმა სან სიროზე კროტონეს მოუგო - 1:0.
  • მილანელებმა ჯენარო გატუზოს ხელში სერია A-ში მეორე მოგება იზეიმეს.

ჯენარო გატუზოს ხელში მილანმა სერია A-ში მეორედ გაიხარა - სან სიროზე კროტონე მინიმალური ანგარიშით, მაგრამ მაინც დაამარცხა.

მასპინძლებს სამი ქულა კი კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ 54-ე წუთზე, ზუსტი თავურით მოუტანა. ეს 30 წლის იტალიელი მცველის პირველი გოლია მიმდინარე ჩემპიონატში.

მილანის კაპიტნის ზუსტი და გადამწყვეტი თავური.

მილანმა ჩემპიონატში სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

მილანს ისევე, როგორც ფიორენტინასა და ტორინოს, 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზეა. ცუდ დღეშია კროტონე, რომელიც ზედიზედ მესამე მარცხის შემდეგ, 15 ქულით მე-17 ადგილზეა.

მომდევნო ტურში მილანი 21 იანვარს კალიარის ესტუმრება, კროტონე კი - ვერონას.

სხვა მატჩები

ტორინო 3:0 ბოლონია

სპალ-ი 2:5 ლაციო

ნაპოლი 2:0 ვერონა

ბენევენტო 3:2 სამპდორია

ჯენოა 1:0 სასუოლო

კომენტარები

ბოლო ამბები