Thumbnail

ატლეტიკოს კაპიტანი ტოვებს - დიეგო გოდინი ზამთარში სერია A-ში მიდის

  • იტალიური მედიის ცნობით, 32 წლის მცველი თანახმაა კარიერა მილანში გააგრძელოს
  • ურუგვაელი როსონერიში 2.5 წლით მიდის, წელიწადში კი 4 მილიონ ევროს მიიღებს

მადრიდის ატლეტიკოს მცველმა დიეგო გოდინმა შესაძლოა ზამთარში კლუბი დატოვოს და კარიერა სერია A-ში გააგრძელოს. Calciomercato იუწყება, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი მილანში აპირებს გადასვლას და როგორც ირკვევა, იტალიურ კლუბთან კონტრაქტის პირობები უკვე შეთანხმებული აქვს.

ხელშეკრულების თანახმად, დიეგო გოდინმა "როსონერის" ღირსება 2,5 წლის განმავლობაში უნდა დაიცვას, მისი ხელფასი კი წელიწადში 4 მილიონ ევრო იქნება.

32 წლის ცენტრალურ მცველს ატლეტიკოსთან ხელშეკრულება მომავალ ზაფხულში ეწურება, მილანმა კი მადრიდელები ფეხბურთელის უკვე იანვარში დათმობაზე უნდა დაითანხმოს.

გასულ ზაფხულს დიეგო გოდინის დამატება მანჩესტერ იუნაიტედს სურდა, მაგრამ ურუგვაელმა ინგლისში გადაბარგებაზე უარი განაცხადა. 

ფეხბურთელს მშობლიურ სეროსა და ნასიონალში უთამაშა, ატლეტიკომდე კი, რომლის ღირსებას 2010 წლიდან იცავს, ვილიარეალში გამოდიოდა. 

მიმდინარე სეზონში მცველმა ატლეტიკოს მაისურით ყველა ტურნირის 15 მატჩში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები