Thumbnail

Fortnite | პოპულარული სტრიმერები Winter Royale-ს მიღმა დარჩნენ

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Fortnite Winter Royale-ს საპრიზო ფონდი მილიონ აშშ დოლარს შეადგენს
  • პოპულარულმა სტრიმერებმა უმნიშვნელოვანესი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხეს

Fortnite Winter Royale-ს საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და ყველაზე პოპულარულმა სტრიმერებმა მისი გადალახვა ვერ მოახერხეს.

გასულ კვირას Epic Games-მა განაცხადა, რომ 'ონლაინ' ტურნირის საპრიზო ფონდი მილიონი აშშ დოლარი იქნება. საკვალიფიკაციო ეტაპი შაბათ-კვირას გაიმართა.

Dot Esports-ის მიხედვით ტარნერ 'Tfue' ტენი, დექუან 'Daequan' ლოქო, ალი 'SypherPK' ჰასანი, ნიკ 'NICKMERCS' კოლჩეფი და ბენჟამინ 'DrLupo' ლუპო საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ გაუმკლავდნენ და საკუთარი რეგიონების საუკეთესო ორასეულს მიღმა დარჩნენ. რაც შეეხება გულშემატკივრების ფავორიტს, ტაილერ 'Ninja' ბლევინს, მან 29 ქულა მოაგროვა და 150-ე ადგილზე გავიდა.

ისინი, ვინც პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახეს, მეორე შანსსაც მიიღებენ. იმისთვის, რომ ტურნირზე მონაწილეობა მიიღოს, მოთამაშე 16 წელს გადაცილებული უნდა იყოს, Epic-ის გამოკითხვა შეავსოს და გარკვეული სტანდარტები დააკმაყოფილოს. შესაბამისად, ელექტრონული სპორტსმენები, რომლებიც ყველა კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებენ, Winter Royale-ს მიღმა დარჩებიან და მათ ადგილს დანარჩენები დაიკავებენ.

აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი პროფესიონალი საუბრობს იმაზე, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბევრი 'ჩითერი' თამაშობდა. შესაძლოა, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ფანების საყვარელმა სპორტსმენებმა ტურნირზე კვალიფიკაციისთვის საკმარისი ქულები ვერ მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები