Thumbnail
  • ცნობილი სტუმარი წლის ბოლო ბაშოს ბოლო დღეს
  • ფერანდო ტორესი ტოჩინოშინის ბრძოლას დაესწრო

2018 წლის უკანასკნელი ბაშოს ბოლო დღეს, რომელიც 25 ნოემბერს გაიმართა, ცნობილი სტუმარი ჰყავდა. ტოჩინოშინისა და სხვა სუმოისტების ბრძოლებს ფეხბურთის ესპანელი ვარსკვლავი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ფერნანდო ტორესი დაესწრო.

34 წლის თავდამსხმელმა, რომელიც ახლა იაპონიაში (საგან ტოსუ) თამაშობს, ამის შესახებ ინსტაგრამზე დაპოსტა და სთორიში ორი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელთაგან პირველში ქართველი ოძეკი ლევან გორგაძე ჭიდაობს.

ტოჩინოშინმა ეს დუელი დრამატულ ბრძოლაში დათმო და წლის ბოლო ბაშოზე 8-7 ბალანსი დააფიქსირა.

“დაუჯერებელი სანახაობა ფუკოკაში, სუმოს ტურნირზე. სუმოისტების შეჯიბრის ლაივში ნახვა ძალიან შთამბეჭდავია. ჩემი პატივისცემა სუმოისტებს და სუმოს ფანებს,” - დაწერა ტორესმა პოსტში.

კომენტარები

ბოლო ამბები