Thumbnail

CS:GO | ECS-ის გამარჯვებული Astralis გახდა

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • ECS-ის გამარჯვებული დანიური Astralis გახდა
  • დომინანტი გუნდის შეჩერება ვერც MIBR-მა მოახერხა

Astralis-მა მორიგი გამარჯვება იზეიმა. დანიელმა ვარსკვლავებმა MIBR დაამარცხეს და ზედიზედ მეორედ მოიგეს ECS (Esports Championship Series) ტიტული. დიდი ფინალი ორ რუკაზე - ინფერნოზე და ოვერპასზე გაიმართა.

დიდი ფინალი

Astralis-მა ინფერნო 16-14, ხოლო ოვერპასი კი 22-20 მოიგო.

პირველ რუკაზე გუნდებმა დაძაბული შეხვედრა შემოგვთავაზეს. MIBR-ის შემადგენლობაში გუნდს გაბრიელ 'FalleN' ტოლედომ ულიდერა. მიუხედავად იმისა, რომ ინფერნო ტერორისტების რუკად ითვლება, Astralis-მა პირველი ნახევარი მხოლოდ 8-7 მოიგო.

კონტ-ტერორისტების როლში მყოფმა დანიელებმა პირველი ხელი მოიგეს და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს. მალე ისინი 13-7 დაწინაურდნენ. MIBR თამაშში დაბრუნდა, მაგრამ დანიელებმა 30-ე რაუნდში მეტოქის შეცდომით ისარგებლეს და პირველი რუკა გამარჯვებით დაასრულეს.

მაყურებელმა ოვერპასზეც დაძაბული ორთაბრძოლა იხილა. მეორე რუკაზე საწყისი უპირატესობა MIBR-მა მოიპოვა და პირველი ნახევრის დასრულებისას ისინი იყვნენ ერთი ქულით იყვნენ წინ - 8-7.

15-11-ზე საქმეში ნიკოლაი 'dev1ce' რიდტზი ჩაერთო, რომელმაც თამაში გადაარჩინა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა. 

ყველაფერი 43-ე რაუნდში გადაწყდა, როდესაც Astralis-მა ორქულიანი უპირატესობა მოიპოვა და დაპირისპირება მათი გამარჯვებით დასრულდა.

მას შემდეგ რაც გუნდმა FACEIT London Major მოიგო, ECS-ის მეექვსე სეზონის ჩემპიონობა Astralis-ისთვის საერთაშორისო დონეზე მეოთხე ტიტულია. CS:GO-ს ისტორიაში ასეთი დომინანტი გუნდი არავის ახსოვს. წელს, პრაქტიკულად ყველა ელიტურმა გუნდმა სცადა მათი დამარცხება, თუმცა ეს არავის გამოუვიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები