Thumbnail

ყველა დროის ყველაზე მაგარი კომენტარი მარადონასგან - რას ამბობს დიეგო?

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 58 წლის დიეგო მარადონა მექსიკის მეორე ლიგის გუნდს წვრთნის
  • არგენტინელმა ლეგენდამ მატჩის შემდეგ კომენტარი უცნობ ენაზე გააკეთა

არგენტინელმა ლეგენდამ დიეგო მარადონამ, რომელიც ამჟამად მექსიკურ გუნდს დორადოსს წვრთნის, ადგილობრივმა ჟურნალისტებთან საუბრისას სიტყვების ამოთქმა ვერაფრით მოახერხა და მხოლოდ გაურკვეველი ბგერები გამოსცა.

25 ნოემბერს, დიეგოს გუნდმა დორადოსმა სტუმრად ხუარესთან საპასუხო ნახევარფინალური მატჩი წააგო - 0:1. თამაშის შემდეგ 58 წლის არგენტინელი მწვრთნელი ჟურნალისტების გარემოცვაში აღმოჩნდა.

კორესპონდენტის შეკითხვა ასეთი იყო: "დიეგო, სანამ მექსიკაში იმყოფებით, ალბათ, უფრო რეგულარულად ადევნებთ მექსიკის ჩემპიონატის მატჩებს თვალს და ვფიქრობ, უკვე კარგად იცნობთ აქაურ ლიგას. რას ფიქრობთ მის დონეზე?"

"ეეეე-ლლლააა-მმმმმმ-ლლლააააა", - დაახლოებით ასეთი იყო ლეგენდის პასუხი.

58 წლის დიეგომ მექსიკის რანგით მეორე ლიგაში მოთამაშე დორადოსი სექტემბერში ჩაიბარა. არგენტინელმა კლუბთან 11-თვიანი კონტრაქტი გააფორმა.

დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრებთან ერთად 1986 წელს მსოფლიოს ჩემპონი გახდა, 1990-ში კი ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.

კომენტარები

ბოლო ამბები