Thumbnail

'შოტლანდიელი კაფუ' - ალან ჰატონის საოცარი გოლი ბირმინგემულ დერბიში!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჰატონს გოლი 2014-15 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი
  • ასტონ ვილას მარჯვენა მცველი გოლამდე 5 მოთამაშეს გაცდა...

დღეს, ასტონ ვილამ - ვილა პარკზე, ბირმინგემულ დერბიში მეზობელი ბრიმინგემ სიტი დაამარცხა, მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და ალან ჰატონის საოცარი გოლის შემდეგ - 4:2 დასრულდა.

ვილა დერბის 3:2 იგებდა, როდესაც 76 წუთზე ტოტენჰემის და შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ბურთი საუკთარ ნახევარზე მიიღო, მთელი მოედანი ირბინა, ხუთი მოწინააღმდეგე მოატყუა და ბურთი ლი კემპის კარში მოათავსა.

ჰატონის გოლს სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, უმეტესობამ ის მარადონას გოლს შეადარა, ზოგმა კი მესის. დერბიში გოლი ალბათ ვეტერანი სქოთის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად დარჩება.

 შოტლანდიელი კაფუ: ეს ზედმეტსახელი კაფუს მსგავსად მარჯვენა მცველს ასტონ ვილას ფანებმა შეარქვეს. ჰატონი კლუბს 2011 წელს შეუერთდა, თუმცა მას შემდეგ განათხოვრებული იყო - ნოტინგემში, მალიორკაში და ბოლტონში.

კომენტარები

ბოლო ამბები