Thumbnail

მარტივი და ეფექტური - ანუ როგორ გახდა ROCKET LEAGUE წარმატებული eSports სახეობა

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Rocket League კომპანია Psyonix-მა 2015 წელს შექმნა
  • თუ გიყვართ ფეხბურთი და მანქანები ეს თამაშიც აუცილებლად მოგეწონებათ

ყოველთვის, როდესაც ელექტრონულ სპორტზე ვსაუბრობთ პირველ რიგში ე.წ. Triple-A თამაშები გვახსენდება - League of Legends, Dot 2, Overwatch, CS:GO და ა.შ. 

ამის მიუხედავად, არსებობს თამაში, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ცნობილი და პოპულარული ნამდვილად არაა, როგორიც ზემოთ ჩამოთვლილი სახელები, წარმატებულ eSports სახეობად იქცა. ამ თამაშს Rocket league ეწოდება. მათთვის, ვისაც ეს სახელი პირველად ესმის - Rocket League იგივე ფეხბურთია, ოღონდ მანქანებით.

დიახ, არაფერი შეგშლიათ - მოთამაშე რაკეტის მონაცემების მქონე მანქანას მართავს და უშველებელი ბურთის მეტოქის კარში გატანას ცდილობს. გეთანხმებით, პრინციპი საკმაოდ აბსურდულად ჟღერს, მაგრამ მენდეთ - თამაში და ყურება დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

როგორ შეიქმნა RL

Rocket League-ს შემქმნელ Psyonix-ს ძალიან რთული გზის გავლა მოუწია. არავის სჯეროდა, რომ სპორტისა და მანქანების გაერთიანებით შეიძლებოდა რამე კარგის მიღება. თამაშის პირველ ვერსიას Battle-cars ეწოდებოდა და 2008 წელს გამოვიდა.

Battle-cars მილიონზე მეტმა მომხმარებელმა გადმოწერა და 2013 წელს დეველოპერმა უკვე Rocket League-ზე დაიწყო მუშაობა. RL-ის პირველი ვერსია 2015 წელს გამოიცა. თავიდან ფიქრობდნენ, რომ თამაში უფასო უნდა ყოფილიყო, თუმცა შემდეგ Psyonix-მა ტრადიციულ ხერხს მიმართა და Rocket League-ს ხელმისაწვდომი ფასი დაადო.

როგორ იქცა eSports-ად

Rocket League-ს ელექტრონულ სპორტად ქცევაში Twitch.tv-მ დიდი როლი ითამაშა. თამაშის შეჯიბრებითი ხასიათიდან გამომდინარე, ის პოპულარული სწრაფად გახდა, ESL-ში და Major League Gaming-ში ჩაერთო და წარმატებამაც არ დააყოვნა.

2016 წლიდან კი Psyonix უკვე საკუთარ ტურნირს ატარებს, რომლის საპრიზო ფონდის თანხაც 55,000 აშშ დოლარს შეადგენს.

შესაძლოა Rocket League ახლოსაც ვერ მიდის ყველაზე პოპულარულ ელექტრონული სპორტის სახეობებთან, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ თამაში სწრაფად და სწორი გზით ვითარდება. ვერ იპოვნით ვერც ერთ ადამიანს, რომელიც ამ თამაშზე ცუდს იტყვის, რაზეც Steam-ზე მისი უპრეცენტენტოდ მაღალი რეიტინგიც მეტყველებს. Psyonix-ის პროდუქტს კიდევ ერთი პლიუსი აქვს - პერსონალური კომპიუტერის, Nintendo Switch-ის და Xbox-ის მომხმარებლები ერთად თამაშობენ. უახლეს მომავალში კი მათ PS4-ის მომხმარებლებიც დაემატებიან.

Rocket League-ს არ აქვს დიდი დაფინანსება და საოცარი სიღრმე, მაგრამ აქვს მთავარი - როდესაც თამაშობ, ან უყურებ თუ როგორ თამაშობს სხვა, უბრალოდ ძალიან კარგად ერთობი.

კომენტარები

ბოლო ამბები