Thumbnail

რა ისწავლა დროგბამ მოურინიოსა და ანჩელოტისგან - დიდიე მწვრთნელობას აპირებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლონდონის ჩელსის ყოფილი ფორვარდი მწვრთნელობის დაწყებას არ გამორიცხავს
  • კოტდივუარელმა დიდი მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისგან ბევრი რამ ისწავლა

ლონდონის ჩელსის ყოფილი ფორვარდი დიდიე დროგბა, რომელმაც ფეხბურთელის კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა, იმედოვნებს, რომ მომავალში მწვრთნელი გახდება.

"ბევრ მწვრთნელთან მიმუშავია და ვიცნობ განსხვავებულ მიდგომებს. გარდა ამისა, არაერთ ძალიან კარგ ფეხბურთელთან ერთად მითამაშია, რომლებსაც ესმოდათ ფეხბურთი. მათგან რაღაც-რაღაცები ვისწავლე და ეს შესაძლოა, მწვრთნელობა კარგი ვარიანტი იყოს ჩემთვის. როდესაც მუშაობა ჟოზე მოურინიოსა თუ კარლო ანჩელოტისთან გიწევს, თამაშობ ფრენკ ლამპარდის, ჯონ ტერის, მიხაელ ბალაკისა და პეტერ ჩეხის გვერდით, ბევრ რამეს სწავლობ და თუ მეკითხებით, განვიხილავ თუ არა მწვრთნელობის ვარიანტს, დარწმუნებით გიპასუხებთ - დიახ. რატომაც არა? მგონია, რომ ამას კარგადაც შევძლებ", - აქვეყნებს დროგბას ნათქვამს Sky Sports.

40 წლის კოტდივუარელმა კარიერა ამერიკის რანგით მესამე ლიგის გუნდში ფინიქს რაიზინგში ახლახან დაასრულა. 

დიდიე დროგბამ ლონდონის ჩელსისთან ერთად 2012 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ინგლისის პრემიერლიგაში კი ჩემპიონობა 4-ჯერ იზეიმა.

კომენტარები

ბოლო ამბები