Thumbnail

ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშო მარცხით დაასრულა - 59 მოგება სეზონში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • შოჰოზანმა ტოჩინოშინი უვატენაგეთი დაამარცხა
  • ლევანმა ამ სეზონში 59 მოგება დააგროვა

25 ნოემბერს ფუკუოკაში წლის ბოლო ბაშოს ბოლო დღის ორთაბრძოლები გაიმართა. დასავლეთის ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) 34 წლის ყოფილ კომუსუბის ახლა კი მე-7 მაეგაშირას, შოჰოზანს შეხვდა. ქართველმა ბოლო დაპირისპირება უვატენაგეთი წააგო და წლის ბოლო ბაშოზე 8-7 ბალანსი დააფიქსირა.

შოჰოზანთან ლევანის უპირატესობა ისევ დიდია. ქართველ სუმოისტს 20-დან 14 ბრძოლა აქვს მეტოქისთვის მოგებული. გორგაძემ ამ სეზონში 59 მოგება დააგროვა, რითიც წელს ყველა სუმოისტზე მეტი მოგება აქვს.

კიუშუს ბაშოზე ბოლო დღის წინ ტაკაიასუსა და ტაკაკეიშოს თანაბარი ბალანსი ჰქონდათ. ბაშოს ბოლო დღეს 22 წლის ტაკაკეიშომ ნიშიკიგი ჰატაკიკომით დაამარცხა, ბოლო ბრძოლაში კი მიტაკეუმიმ ტაკაიასუს სუკუინაგეთი სძლია და ტაკაკეიშოს ჩემპიონობა გაუფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები