Thumbnail

მარგიანი ნახევარფინალშია! ბრწყინვალე მოგება მაშუ ბეიკერთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • უშანგი მარგიანი ნახევარფინალში გავიდა
  • ქართველმა ძიუდოისტმა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ოსაკას გრანდ სლემზე ,90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, უშანგი მარგიანი წარმოადგენს, რომელმაც შარშან ამ იაპონიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მარგიანმა 2018 წლის ტურნირიც კარგად დაიწყო. უშანგი პირველ წრეში ისვენებდა და მეორე წრეში ავსტრალიელი სებასტიან ტემესი წუთსა და 40 წამში იპონით დაამარცხა.

მესამე წრეში მარგიანის მეტოქე ამ წონის მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი მაშუ ბეიკერი იყო, რომელსაც უშანგიმ 3 წუთსა და 17 წამში იპონით სძლია და მეოთხედფინალი საგზური მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალი დამატებით დროში მოუგო ჩეხ დავიდ კლამერტს და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე შოიჩირო მუკაი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები