Thumbnail

ზელანდიამ იტალიას 63 ქულით მოუგო - ოლ ბლექსის 10 ლელო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იტალია 3:66 ახალი ზელანდია
  • ზელანდიელებმა მეტოქეს 10 ლელო დაუდეს

იტალიის მორაგბეთა ნაკრებმა ახალ ზელანდიას რომში, 'სტადიო ოლიმპიკოზე' უმასპინძლა და 63 ქულის სხვაობით, 66:3 დამარცხდა. ირლანდიასთან მარცხით გამწარებულმა ზელანდიამ, ნოემბერის ბოლო ტესტ-მატჩში მეტოქეს პირველი ლელო მე-8 წუთზე დაუდო, თავი ტომას პერენარამ გამოიჩინა. იტალიელებმა ჯარიმით ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, რის შემდეგაც ქულა ვეღარ აიღეს და მე-17 წუთიდან მატჩის ბოლო წუთამდე კიდევ 9 ლელო გაუშვეს.

ოთხი ლელო ჯორდი ბარეტის ანგარიშზეა, სამი ლელო კი დამიან მაკკენზიმ დადო.

ლელოები: პერენარა 9', მაკკენზი 18', მაკკენზი 28', ჯორდი ბარეტი 31', ჯორდი ბარეტი 41', ლაუმაპე 43', ბოდენ ბარეტი 45', მაკკენზი 52', ჯორდი ბარეტი 72', ჯორდი ბარეტი 80'.

მატჩის მიმოხილვა 📺

კომენტარები

ბოლო ამბები