Thumbnail
  • იუვენტუსი 2:0 სპალ
  • კრიშტიანომ სეზონში მე-9 გოლი გაიტანა

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში ტურინის იუვენტუსმა შინ სპალ-ს 2:0 მოუგო და 39 შესაძლებელიდან 37 ქულით "ბებერი ქალბატონი" იტალიის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. 

29-ე წუთზე მირალემ პიანიჩმა საჯარიმოდან ჩააწოდა და კრიშტიანო რონალდომ დასწრებაზე ყველას აჯობა და ანგარიში გახსნა. ამით პორტუგალიელმა ჩემპიონატში მე-9 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში კშიშტოფ პიატეკს დაეწია. 

მე-60 წუთზე იუვენტუსმა კონტრშეტევაზე იხეირა, მარიო მანჯუკიჩმა დამატებაზე ყველას დაასწრო.

იუვენტუსმა 13-დან 12 მატჩი მოიგო

იუვენტუსი 2:0 სპალ

გოლები: 1:0 რონალდო (29), 2:0 მანჯუკიჩი (60)

იუვენტუსი (4-4-2): პერინი - დე შილიო, ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო (86. კიელინი) - კუადრადო, ბენტანკური, პიანიჩი, დუგლას კოშტა (72. მატუიდი) - მანჯუკიჩი, რონალდო

უდინეზე 1:0 რომა

გოლი: 1:0 დე პაული (54)

კომენტარები

ბოლო ამბები