Thumbnail
  • მილტონ ჰეიგმა საქართველოსა და ტონგას ტესტ-მატჩი შეაფასა
  • ახალზელანდიელი სპეციალისტი ნოემბრის ტესტებს რვა ქულით აფასებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტონგას ეროვნულ ნაკრებს 20:9 მოუგო და ნოემბრის ტესტ-მატჩები გამარჯვებით დაასრულა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე, მილტონ ჰეიგმა სამივე ტესტ-მატჩი შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მილტონ ჰეიგი: "ნოემბრის სამი ტესტ-მატჩიდან ორი მოვიგეთ. იტალიასთან შეხვედრამდე რომ მატჩი გვქონოდა, იქაც უკეთეს შედეგს დავაფიქსირებდით. ათბალიანი სისტემით თუ შევაფასებთ ამ ტესტებს, ამ შემთხვევაში რვა ქულას დავუწერდი ჩემს ნაკრებს.

გუნდის საშუალო ასაკი 23 წელია. ამ ახალგაზრდა ნაკრებმა საოცრად ითამაშა. აღმოვაჩინეთ სამი კარგი მორაგბე: გურამ გოგიჩაშვილი, ბექა გიგაშვილი და თედო აბჟანდაძე, რაც დიდი წარმატებაა. ძალიან ბევრი მოთამაშე და სათამაშო ტაქტიკა გავსინჯეთ. კაპიტნის დაბრუნებით ბედნიერი ვართ. ბევრი მისია გვაქვს და ვეცდებით, რომ ეს მისიები შევასრულოთ.

რაგბი ევროპაზე იმ სტილით ვითამაშებთ, რასაც მსოფლიოზე ვაპირებთ. ზურა ძნელაძე ფანტასტიკური მოთამაშეა, რომელსაც ნებისმიერი დავალების შესრულება შეუძლია. ერთ-ერთი მორაგბეა, რომელსაც შეიძლება ვენდოთ."

შეხვედრა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემაც შეაფასა. მან აღნიშნა, რომ კუნძულელებთან ტესტ-მატჩი საქართველოს ნაკრებს განვითარებაში ეხმარება.

მერაბ შარიქაძე: "ადრე აღვნიშნე, რომ ქომაგის ვალი გვქონდა. ამ მოგებით მეტ-ნაკლებად გავსწორდით გულშემატკივართან. უპირველეს ყოვლისა, გუნდის სიღრმე დავინახე, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე პოზიციაზე ძლიერი და კარგი მორაგბეები გვყავს. ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე ჰაერში თამაშიც არის, რაც ადრე ჩვენთვის სისუსტედ ითვლებოდა.

ჩვენი ძალის ას პროცენტს ვხარჯავთ, იმისთვის რომ მატჩი მოვიგოთ. კუნძულელებთან შეხვედრა განვითარებაში გვეხმარება. ჯერ ისე არ გვაქვს საქმე, რომ მარტივად ვუგებდეთ. ფიჯის, ტონგასა და სამოას."

ფოტოგალერეა: საქართველო 20:9 ტონგა

ფოტოგალერეა: საქართველო 20:9 ტონგა

ფოტოგალერეა: საქართველო 20:9 ტონგა

ფოტოგალერეა: საქართველო 20:9 ტონგა

ფოტოგალერეა: საქართველო 20:9 ტონგა

ფოტოგალერეა: საქართველო 20:9 ტონგა

ფოტოგალერეა: საქართველო 20:9 ტონგა

ფოტოგალერეა: საქართველო 20:9 ტონგა

ფოტოგალერეა: საქართველო 20:9 ტონგა

კომენტარები

ბოლო ამბები