Thumbnail

დერბი ლივერპულში ყველაზე ძვირიანმა მცველმა მოიგო | ასოციაციის თასი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ინგლისისი ასოციაციის თასი - 1/32 ფინალი.
  • ლივერპული 2:1 ევერტონი.
  • მანჩესტერ იუნაიტედი 2:0 დერბი.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მცველს ვირჯილ ვან დაიკს ლივერპულში საოცნებო დებიუტი ჰქონდა - საუთჰემპტონიდან მცველებისთვის სარეკორდო, 75 მილიონ ფუნტად მერსისაიდულ კლუბში გადასულმა ჰოლანდიელმა "წითლებს" პირადად მოაგებინა, თანაც, რა მატჩში! 

► ლივერპულმა ვან დაიკში მცველისთვის სარეკორდო £75 მილიონი გადაიხადა

მეისონ ჰოლგეიტმა და რობერტო ფირმინომ კინაღამ იჩხუბეს

მერსისაიდულ დერბიში ლივერპულმა ევერტონს უმასპინძლა და ასოციაციის თასის 1/16 ფინალში 84-ე წუთზე, ვან დაიკის მიერ თავით გატანილი გოლის წყალობით გავიდა. 2:1. ოქსლეიდ-ჩემბერლენმა კუთხური ჩააწოდა და ვან დაიკმა თავით ყველას აჯობა. 

ლივერპული ბოლო 16 მატჩია, რაც დერბიში არ მარცხდება.

მანამდე, პირველ ტაიმში იყო ჯეიმს მილნერის პენალტი და გილფი სიგურდსონის პასუხი მეორეში. ვან დაიკმა ლივერპული გადათამაშებისგან იხსნა. 

მანჩესტერ იუნაიტედმა დერბი ქაუნთი 2:0 დაამარცხა. რომელუ ლუკაკუმ გოლი და საგოლე პასი მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები