Thumbnail

ნიკი ლაუდა დაბრუნდა! როგორ არის ლეგენდა სინამდვილეში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფორმულა 1-ის ცოცხალი ლეგენდა ოპერაციის შემდეგ პირველად გამოჩნდა
  • მერსედესის გუნდმა ინსტაგრამზე ნიკი ლაუდას ვიდეო-მიმართვა გამოაქვეყნა

და აი ისიც! ფილტვის ტრანსპლანტაციის შემდეგ, ავტოსპორტის ცოცხალი ლეგენდა ნიკი ლაუდა პირველად გამოჩნდა. მას ურთულესი ოპერაცია 2 აგვისტოს გაუკეთეს. მერსედესმა ინსტაგრამზე თითქმის ერთწუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ლაუდა მაგიდასთან ზის და განცხადებას აკეთებს. მან სეზონის ბოლო რბოლაზე დასწრება მაინც ვერ შეძლო - აბუ დაბის გრანპრი ნიკის გარეშე ჩაივლის.

ვიდეო-მიმართვაში ნიკი მადლობას უხდის ყველას, ვინც მას გამოჯანმრთელებას უსურვებდა და მერსედესის გუნდს მეხუთე დუბლს ულოცავს. “ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ის არის, რომ მალე დავბრუნდები! მეექვსე ტიტული უნდა მოვიგოთ!” - ამბობს ნიკი.

შეგახსენებთ, რომ 1976 წლის ცნობილი ავარიის დროს ლაუდამ არა მარტო სახე, არამედ ფილტვებიც დაიზიანა. მიუხედავად უმძიმესი ტრავმებისა და დამწვრობებისა, ავარიიდან 42 დღის შემდეგ ტრეკზე დაბრუნდა და ტიტულის შენარჩუნების შანსიც ჰქონდა. წლების შემდეგ, ნიკი ლაუდას ორჯერ გაუკეთეს თირკმელების ტრანსპლანტაცია, ახლა კი ახალი ფილტვიც დასჭირდა და ასე ვთქვათ, მესამე ცხოვრებას იწყებს.


1976 წლის 1 აგვისტო: ნიკი ლაუდას დრამატული ავარია ნიურბურგრინგზე. იმხანად 30 წლის ლაუდა ავარიას ძლივს გადაურჩა, მაგრამ უმძიმესი ტრავმები და დამწვრობა მიიღო

 

კომენტარები

ბოლო ამბები