Thumbnail
  • ჟოზე მოურინიო იკერ კასილიასს ინტრიგების ხლართვაში ადანაშაულებს
  • პორტუგალიელის თქმით, ვეტერან მეკარეს ესპანეთის ნაკრებში დაბრუნება უნდა

ჟოზე მოურინიო ფიქრობს, რომ იკერ კასილიასმა დავიდ დე ხეას წინააღმდეგ შავი პიარის კამპანია წამოიწყო. პორტუგალიელი მწვრთნელის აზრით, ვეტერანი მეკარის მიზანია, ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდეს, “ფურია როხას” კარს კი, როგორც იცით, სწორედ მანჩესტერ იუნაიტედის კიპერი იცავს.

იკერ კასილიასს ესპანეთის ნაკრებში დაბრუნება სურს?

პორტუგალიურ მედიასთან საუბრისას მოურინიოს კონკრეტულად კასილიასის გვარი არ უხსენებია, მაგრამ წაიკითხეთ მისი კომენტარი და დარწმუნდებით, რომ სწორედ 37 წლის იკერს გულისხმობს, რომელთანაც ჟოზეს კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონია: “არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში დაბრუნების ამბიცია აქვს - ის რეალში თამაშობდა და ესპანელი ჟურნალისტებისთვის დიდი ავტორიტეტია.”

მოურინიო კასილიასს რეალში 2010-დან 2013 წლებში ავარჯიშებდა და სწორედ მის ხელში ამოვარდა იკერი მადრიდული გრანდის ძირითადი შემადგენლობიდან. კასილიასმა რამდენიმე დღის წინ მართლაც თქვა, რომ ესპანეთის ნაკრებში სიამოვნებით დაბრუნდებოდა.

ესპანელი ჟურნალისტები დე ხეას მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოყოლებული აკრიტიკებენ, რადგან იუნაიტედის მეკარე უჩვეულოდ ბევრ შეცდომას უშვებს, ბოლოს კი ერთა ლიგაში, ხორვატიასთან მატჩში (2:3) შეცდა, რის შემდეგაც, ბოსნიასთან “ფურია როხას” კარს სათადარიგო კეპა არისაბალაგა იცავდა (1:0).

დავიდ დე ხეას აკრიტიკებენ

კითხვაზე, გამართლებულია თუ არა დე ხეას კრიტიკა, მოურინიო ასე პასუხობს: “მე ვიცი, რატომ აკრიტიკებენ მას ესპანეთში. იმიტომ, რომ არსებობს ერთი, დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანი, რომელიც ნაკრებში დაბრუნებაზე ფიქრობს. მაგრამ ჩემი აზრით, ძალიან გაუჭირდება, რადგან მის წინ მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა!”

კომენტარები

ბოლო ამბები