Thumbnail
  • ლაშა შავდათუაშვილმა დელპოპოლოსთან არ იჭიდავა
  • ზებედა რეხვიაშვილი ტურნირიდან მოიხსნა

ოსაკაში ძიუდოს გრანდ სლემი გრძელდება. მეორე საჭიდაო დღეს საქართველოს სახელით სამ ძიუდოისტს უნდა ეასპარეზა, მაგრამ ტატამზე მხოლოდ ერთი ვიხილეთ - ნუგზარ ტატალაშვილი.

73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ლაშა შავდათუაშვილი ტატამზე არ გამოვიდა და გამარჯვება ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოს ჩაეთვალა. უცნობია, რატომ არ გამოცხადდა ქართველი ძიუდოისტი ტატამზე.

81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ზებედა რეხვიაშვილი ტურნირიდან მოიხსნა. ქართველ ძიუდოისტს მცირე ტრავმა აწუხებდა და მიზეზიც სავარაუდოდ ეს იქნება.

როგორც აღვნიშნეთ, ნუგზარ ტატალაშვილი იყო ერთადერთი ძიუდოისტი, რომელიც ბრძოლაში ჩაება და ტურნირი მოგებით დაიწყო.

ტატალაშვილმა პირველ ბრძოლაში ყირგიზ ერლან შეროვს გაფრთხილებების ხარჯზე სძლია, ხოლო მეორე შეხვედრაში ფრეკ დე ვიტთან ვაზარით დამარცხდა.

საქართველო ოსაკაში მესამე საჭიდაო დღეს სამი ძიუდოისტით წარსდგება: უშანგი მარგიანი, ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები