Thumbnail
  • 📅 24 ნოემბერი |  21:30 |  ტოტენჰემ ჰოთსპური V ჩელსი
  • სარი კეინის, ერიკსენის და სპურსის შესახებ...

პრემიერლიგის მეცამეტე ტურის მატჩში, დაუმარცხებელი და რეკორდსმენი იტალიელი - მაურისიო სარი უემბლის ეწვევა, სადაც ჩელსის ჩრდილოელი მეზობელი - ტოტენჰემ ჰოთსპური უმასპინძლებს.

მატჩამდე იტალიელმა სპურსის ბიჭებზე - ჰარი კეინზე და კრისტიან ერიკსენზე ისაუბრა. "კი, კეინი საუკეთესო ინგლისელი ფორვარდია დღეს, თუმცა კიდევ ერთი გვარის დასახელება თუ შემიძლია - ერიკსენს ვიტყოდი." განაცხადა სარიმ.

"ძალიან ჭკვიანი და დიდი ტექნიკური არსენალის მქონე ფეხბურთელია. მას შეუძლია ითამაშოს ნახვარდაცვაში და თან გაიტანოს ათამდე გოლი სეზონში. თუმცა ეს სატრანსფერო სპეკულაციად არ მიიღოთ, ერიკსენს უბრალოდ ვაქებ..."

ნ'გოლო კანტემ ჩელსისთან ახალი, 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რისი მიხედვითაც ფრანგი კვირაში £290,000 მიიღებს. სარის ეს სიახლე ახარებს, თუმცა ამბობს, რომ ტიტულისთვის მებრძოლ გუნდებში ჩელსი საუკეთესო არ არის.

🍟 რამდენიმე თვის წინ იტალიური ენის ლექსიკონში ახალი სიტყვა Sarrismo შეიტანეს. Sarrismo მაურიციო სარის სტილში ფეხბურთის თამაშს ნიშნავს. წელს სარი უკვე პრემიერლიგაში მუშაობს და ტერმინი Sarriball ინგლისშიც დამკვიდრდა. წაიკითხე მეტი

"სიტი ჩვენზე ძლიერია" ამბობს იტალიელი. "სიტის რომ დავეწიოთ, ამისთვის მხოლოდ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა არ გვიშველის, მე ფეხბურთში სხვა მიდგომების მჯერა."

საინტერესო ფაქტები

► მიუხედავად იმისა, რომ ჩელსი დაუმარცხებელია და ტოტენჰემს 3 წაგება აქვს, სარის გუნდი მეტოქეს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

► ჩელსიმ ბოლო 5 მატჩიდან, 4-ში მინიმუმ ორი გოლი გაიტანა. ჯამში, სარის გუნდი მატჩში საშუალოდ 2.5 გოლზე მეტს იტანს.

► ტოტენჰემი ოთხეულის ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ფრე არ უთამაშია - 9 მოგბეა, 3 წაგება...

კომენტარები

ბოლო ამბები