Thumbnail
  • ბუდუ ზივზივაძე საქართველოში ბრუნდება.
  • გასული სეზონი მან დანიურ ესბიერგში გაატარა.
  • 23 წლის თავდამსხმელის ბოლო ქართული გუნდი სამტრედია იყო.

დიდი ალბათობით, ბუდუ ზივზივაძე თბილისის დინამოში გააგრძელებს კარიერას. 23 წლის თავდამსხმელმა ბოლო სეზონი დანიურ ესბიერგში გაატარა, თუმცა ევროპაში ვერ მოიკიდა ფეხი, მხოლოდ 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

ზივზივაძის ბოლო ქართული გუნდი სამტრედია იყო, სადაც 2015-2016 წლებში თამაშობდა და ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი: ბუდუმ 44 მატჩში 29 შედეგიანი დარტყმა მიითვალა აქტივში.

შედეგად, ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა. იქამდე, ზივზივაძე თბილისის დინამოსა და ქუთაისის ტორპედოში ასპარეზობდა.

ერთწლიანი შესვენების შემდეგ, ბუდუ ზივზივაძე საქართველოში ბრუნდება და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის შემადგენლობაში ითამაშებს, თუმცა ხელშეკრულების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები