Thumbnail

LoL | GorillA-მ კორეა დატოვა და Misfits-ს შეუერთდა

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • GorillA-მ LCK დატოვა და ევროპაში გადავიდა
  • მისი ახალი გუნდი, Misfits, 2019 წლის სეზონს შთამბეჭდავი შემადგენლობით ხვდება

League of Legends-ის ევროპულ კლუბ Misfits-ს მომავალ სეზონში საკმაოდ შთამბეჭდავი შემადგენლობა ეყოლება. მათი ბოლო შენაძენი სამხრეთ კორეელი კანგ 'GorrilA' ბეომ-ჰიეონია. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო 'საფორთს' LCK (კორეის შიდა ჩემპიონატი) არაერთგზის აქვს მოგებული.

ევროპული გუნდის ხუთეული ასე გამოიყურება - პოლ 'sOAZ' ბოიერი (ტოპი), ნუბარ 'Maxlore' სარაფიანი (ჯანგლი), ფაბიან 'Febiven' დიეპსტრატენი (მიდი), სტივენ 'Hans Sama' ლივი (AD) და GorrilA, რომელიც, რა თქმა უნდა, 'საფორთის' როლს მოირგებს.

კორეელი კიბერ სპორტსმენის დამატების შედეგად Misfits-ის ჩემპიონობის ალბათობამ მნიშვნელოვნად მოიმატა. გუნდში ევროპის საუკეთესო მოთამააშეები და სამხრეთ კორეელი სუპერ ვარსკვლავია. ამ ტრანსფერის შედეგად GorillA-სა და კიმ 'PraY' ჯონგ-ინის დუეტი დაიშალა. მოთამაშეები ერთად 2014 წლიდან თამაშობდნენ.

მანამდე ბეომ-ჰიეონი Najin White Shield-ში ასპარეზობდა და გუნდთან ერთად Worlds-ზეც მიიღო მონაწილეობა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა. GorillA-მ სამხრეთ კორეაში ორჯერ მოახერხა LCK-ის მოგება და ორჯერ დაასრულა სეზონი მეორე ადგილზე. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატებს -  2015 წელს მან ტურნირის ფინალში გააღწია, თუმცა Summoners Cup-ის მოგება ვერ მოახერხა.

Misfits-ს ჯერჯერობით ევროპის ჩემპიონატიც კი არ მოუგია, მაგრამ შარშანდელ Worlds-ზე ტურნირის ფავორიტის - SKT-ს წინააღმდეგ შესანიშნავად იასპარეზა და მაყურებელს თავი დაამახსოვრა. როგორც ჩანს, გუნდის მფლობელები აუტსაიდერის სტატუსით დაიღალნენ და 2019 წელს ვარსკვლავური შემადგენლობით ხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები