Thumbnail

კიუშუს ბაშო | გადამწყვეტი გამარჯვება - ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსი გაინაღდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინმა მიტაკეუმი იორიკირით დაამარცხა
  • ბაშოზე ქართველი ოძეკის ბოლო მეტოქე შოჰოზანია

24 ნოემბერს ფუკუოკოაში წლის ბოლო ბაშოს ბოლოსწინა დღის ორთაბრძოლები გაიმართა. დასავლეთის ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) სეკივაკე მიტაკეუმის შეხვდა. ქართველმა იორიკირით მოიგო და 8-6 ბალანსი დააგროვა. მას უკვე განაღდებული აქვს დადებითი ბალანსი.

ხვალ ბაშოს ბოლო დღეა ტოჩინოშინის მეტოქე 34 წლის ყოფილი კომუსუბი ახლა კი მე-7 მაეგაშირა შოჰოზანი იქნება. მას 9-5 ბალანსი აქვს. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ქართველი სუმოისტის უპირატესობა აშკარაა - 14:5. 

ლევან გორგაძეს ახლა მხოლოდ ერთი მიზანი დარჩა ამ ბაშოზე, მოუგოს შოჰოზანს და 2018 წელს 60 გამარჯვება დააგროვოს. ის 59 გამარჯვებით პირველ ადგილზეა.

ბაშოზე ორხელისუფლებიანობაა, 12-12 მოგებით ოძეკი ტაკაიასუ და კომუსუბი ტაკაკეიშო ლიდერობენ. ამ სუმოისტთა ორთაბრძოლა ბრწყინვალე გამოდგა, გამოცდილმა ჩემპიონმა ჰიკიოტოშით იმარჯვა. 

კიუშუ ბაშო. XIV დღე

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

⚪ ტოჩინოშინი ⚫ მიტაკეუმი (იორიკირი)

⚪ ტაკაიასუ ⚫ ტაკაკეიშო (ჰიკიოტოში)

⚪ იჩინოჯო ⚫ ასანოიამა (იორიკირი)

⚪ შოდაი ⚫ კაისეი (უბრძოლველად)

⚪ კოტოშოგიკუ ⚫ ოკინოუმი (იორიკირი)

ლიდერები

12-2 ტაკაიასუ (ოძეკი)

12-2 ტაკაკეიშო (კომუსუბი)

კომენტარები

ბოლო ამბები